ბურუნაჩის წვეთები ოქსიმეტაზოლინით ჩვილებისა და პატარების გაჭედილ ცხვირს ხსნის. დოზატორი ზუსტ დოზირებას აადვილებს. გაეცანი ინსტრუქციას.
ბურუნაჩი 0.01% ცხვირის წვეთები
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, მაკროგოლი 1000, ნატრიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
მწვავე რინიტი;
ალერგიული რინიტი;
ვაზომოტორული რინიტი;
ცხვირის დანამატი წიაღების ანთების დროს დრენაჟის აღდგენა, აგრეთვე ევსტაქიტის დროს რინიტთან კომბინაციაში;
ცხვირის გასასვლელებში შეშუპების მოხსნა დიაგნოსტიკური მანიპულაციების დაწყებამდე.
ბურუნაჩი ცხვირის წვეთები განკუთვნილია ჩვილებისა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ჩვილები და 1 წლამდე ასაკის ბავშვები:
4 კვირამდე ასაკის ბავშვები: 0.01%-იანი ხსნარის 1 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში, დღეში 2–3-ჯერ.
5 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვები: 1–2 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში, დღეში 2–3-ჯერ.
ხსნარი უნდა ჩაიწვეთოს ცხვირის თითოეულ ნესტოში. ბურუნაჩის ჩაწვეთების დროს ბავშვის თავი უკან უნდა იყოს გადახრილი. ჩვილებში 0.01%-იანი ხსნარის ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს გამოყენებიდან 20 წუთის განმავლობაში.
ერთჯერადი დოზის გამოყენება არ შეიძლება დღეში 3-ჯერ მეტჯერ. პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. პრეპარატის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.
გამოყენების რეკომენდაციები:
ბურუნაჩი გამოიყენება ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ახალშობილებში, რომლებსაც ნორმაზე დაბალი წონა აქვთ, და დღენაკლულ ბავშვებში დოზა უნდა განსაზღვროს მკურნალმა ექიმმა, დოზის გადაჭარბების რისკის თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების წესი:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ცხვირში გამოსაყენებლად. პირველ გამოყენებამდე მოხსენით დამცავი თავსახური მადოზირებელ მოწყობილობას. ფლაკონის ნახვრეტი მიმართეთ ქვემოთ და რამდენჯერმე დააჭირეთ მადოზირებელ მოწყობილობას, სანამ წვეთი არ წარმოიქმნება.
პრეპარატი უნდა ჩაიწვეთოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ზურგზე წევს და თავი უკან აქვს გადახრილი. ფლაკონის ნახვრეტი მიმართეთ ქვემოთ, პირდაპირ ნესტოს წინ, და ჩაიწვეთეთ ხსნარი ცხვირის თითოეულ ნესტოში.
ჰიპერმგრძნობელობა ოქსიმეტაზოლინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ;
მშრალი რინიტი;
ტრანსსფენოიდური ჰიპოფიზექტომიის ან სხვა ქირურგიული პროცედურების შემდეგ, რომელთა დროსაც ხდება თავის ტვინის მაგარი გარსის გაშიშვლება.
ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე;
ცემინება.
ორსულობა: ბურუნაჩი ორსულობის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სარგებლისა და რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ და ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დაარღვიოს ნაყოფისთვის სისხლის მიწოდება.
ლაქტაცია: უცნობია, გადადის თუ არა ოქსიმეტაზოლინი დედის რძეში. ამიტომ ბურუნაჩი ლაქტაციის დროს უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სარგებლისა და რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ და ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება შეამციროს რძის გამომუშავება.
ცხვირის წვეთები 0.01%.
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
5 მლ ცხვირის წვეთები თეთრ პლასტმასის ფლაკონში, მადოზირებელი მოწყობილობითა და დამცავი თავსახურით. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.