პესტო - 10მგ დოზის სანთლის სახით, გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემების დროს. შეფუთვაში - 6 ცალი.
საერთაშორისო დასახელება:
Hyoscini butylbromidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
M-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები
მოქმედება:
პესტო შეიცავს ჰიოსცინის ბუთილბრომიდს და გააჩნია სპაზმოლიზური ეფექტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სანაღვლე გზებისა და შარდგამომყოფი სისტემის გლუვ კუნთებზე.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
გამოყენების წინ გახსენით ბლისტერის სამკუთხა ნაწილი, ამოიღეთ სუპოზიტორია და შეიყვანეთ რექტალურად.
ჭარბი დოზირება:
მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები აღწერილი არ არის. თუ განვითარდა შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა ან მხედველობის დროებითი დარღვევა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზა:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
მკურნალობის შეწყვეტა:
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტამდე ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ზემოთ აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.