სტრეპსილსი საბავშვო – უშაქრო, მარწყვის გემოს საწუწნი ტაბლეტი ბავშვებში ყელის ტკივილზე. 16 ცალი.
Amylmetacresol, Dichlorobenzyl Alcohol
Strepsils for Children Strawberry
ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.
პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ამსუბუქებს ტკივილს და არბილებს გაღიზიანებას ყელში).
პრეპარატის გამოყენება შეიძლება პირებში შაქრიანი დიაბეტით (არ შეიცავს შაქარს).
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ:
ორსულებმა და მეძუძურ დედებმა პრეპარატის გამოყენების წინ უნდა ჩაიტარონ კონსულტაცია ექიმთან.
ადგილობრივად. მოზრდილებმა და 6 წელზე უფროსმა ბავშვებმა ნელა უნდა გაწუწნონ თითო ტაბლეტი 2–3 საათში ერთხელ.
ნუ მიიღებთ 8 ტაბლეტზე მეტს 24 საათის განმავლობაში.
თერაპიის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე.
ალერგიული რეაქციები.
ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
მკურნალობა სიმპტომატური.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის იზომალტაზა და მალტიტოლის სიროფი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი საფაღარათო მოქმედების მოხდენა.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით.
სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ან თავის ტკივილის დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.