აცც ექსტრა აცეტილცისტეინს შეიცავს: ათხელებს სქელ ნახველს და ამოხველებას აადვილებს. შუშხუნა ტაბლეტი მარტივად იხსნება წყალში.
შემადგენლობა
ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, მანიტოლი, უწყლო ლაქტოზა, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი, ლიმონის არომატიზატორი „BB“.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალებები.
ჩვენებები
ბლანტი ნახველის გათხელება და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გაადვილება. მწვავე, ქრონიკული და ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ბრონქული ასთმა, მუკოვისციდოზი და სინუსიტები.
დოზირება და მიღების წესი
14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და მოზრდილები: ნახევარი შუშხუნა ტაბლეტი დღეში ორჯერ ან ერთი შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ.
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის, ჭამის შემდეგ. ტაბლეტი წინასწარ უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში. სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
გაციებით გამოწვეული ხანმოკლე დაავადებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5–7 დღეს. თუ სიმპტომები უარესდება ან მკურნალობის 4–5 დღის შემდეგ არ უმჯობესდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3–6 თვე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
აქტიური პეპტიური წყლული;
14 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სარგებლისა და რისკის თანაფარდობის მკაცრი შეფასების შემდეგ.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზემოქმედება აღნიშნული არ არის.
ჭარბი დოზირება
ამ დრომდე ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების განვითარება, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
გარეგნული სახე და შეფუთვა
თეთრი, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები ნაჭდევითა და ლიმონის სუნით. შეფუთულია ალუმინისა და ქაღალდის ლამინირებულ ფოლგაში, რომელიც განკუთვნილია შუშხუნა ტაბლეტების ჰერმეტული შეფუთვისთვის.
შეფუთვაშია 10 შუშხუნა ტაბლეტი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ჰერმეს არცნაიმითელ გმბჰ, გერმანია.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: სანდოზი ფარმასიუტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას 57, ლუბლიანა, სლოვენია.
სერიის გაშვებაზე პასუხისმგებელი: სალუტას ფარმა გმბჰ, გერმანია.