ნორმოგრიპის კაფსულა გრიპისა და გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება. გაეცანი ინსტრუქციას და შეუკვეთე ფარმადეპოში ონლაინ.
დასახელება: ნორმოგრიპი, კაფსულები #14
ნორმოგრიპის მყარი კაფსულები წარმოადგენს პარაცეტამოლის (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება), ქლორფენამინის (ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც ამსუბუქებს ცხვირიდან გამონადენს) და ფენილეფრინის (ამცირებს ცხვირის გაჭედვას) კომბინაციას.
ეს მედიკამენტი გამოიყენება გაციებისა და გრიპის მსგავსი დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებსაც ახასიათებს მსუბუქი ან ზომიერი ტკივილი, ცხელება, ცხვირის გაჭედვა ან ცხვირიდან გამონადენი. განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს, მდგომარეობა უარესდება, ცხელება 3 დღეზე მეტხანს გრძელდება ან ტკივილი 5 დღეზე მეტხანს არ ქრება.
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა ყოველ 6–8 საათში (3–4 კაფსულა დღეში). მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 6 კაფსულა.
დაუშვებელია 24 საათის განმავლობაში 3 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მიღება.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: საჭიროა ექიმთან კონსულტაცია (იხ. პარაგრაფი 2: „რა უნდა იცოდეს პაციენტმა მედიკამენტის მიღებამდე“).
12 წლამდე ასაკის ბავშვები: ამ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულებმა ეს მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღონ, რადგან ფენილეფრინისა და ქლორფენამინის შემცველობის გამო შეიძლება განსაკუთრებით განვითარდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, მაგალითად, გულისცემის შენელება (ბრადიკარდია).
ასევე, შესაძლოა უფრო ხშირად გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰიპოტენზია ან აგზნება. ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ისეთი ეფექტების მიმართაც, როგორიცაა პირის სიმშრალე და შარდის შეკავება.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
მიიღეთ 1 კაფსულა მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად, სასურველია ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად.
მედიკამენტი გამოიყენება სიმპტომების არსებობისას. შეწყვიტეთ მკურნალობა სიმპტომების გაქრობისთანავე.
თუ ტკივილი 5 დღეზე მეტხანს გრძელდება, ცხელება — 3 დღეზე მეტხანს, ტკივილი ან ცხელება უარესდება ან სხვა სიმპტომები ვლინდება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.