ესპუმიზანი ექსტრა გრანულა 125მგ #14 – სიმეთიკონი მუცლის შებერილობისა და მტკივნეული გაზების სამკურნალოდ. ყიდვა ახლავე ფარმადეპოდან.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტი, ტალკი, ვაშლის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი, ქლიავის არომატიზატორი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.
ჩვენებები:
გამოიყენება შემდეგი სიმპტომების შესამსუბუქებლად:
მუცლის შებერილობა;
აირების ჭარბწარმოქმნა;
გადავსების შეგრძნება.
დოზირება და მიღების წესი:
მიიღება ზუსტად მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
6 წლიდან 14 წლამდე ბავშვები:
1 პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება ძილის წინ.
დაუშვებელია დღეში 3 პაკეტზე მეტის მიღება.
14 წლის ასაკიდან მოზარდები და მოზრდილები:
ერთი პაკეტის შიგთავსი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება ძილის წინ.
საჭიროებისამებრ შესაძლებელია დოზის გაზრდა ერთ მიღებაზე 2 პაკეტამდე.
არ უნდა მოხდეს დღეში 6 პაკეტზე მეტის მიღება.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის გათვალისწინებულია სხვა სამკურნალწამლო ფორმები.
გამოყენების წესი:
გრანულები დაიტანება პირდაპირ ენაზე და ხდება მათი გადაყლაპვა. სურვილისამებრ, პრეპარატის მიღება შესაძლებელია წყლის მიყოლებით.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე.
გვერდითი მოვლენები:
არ აღნიშნულა.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
უცნობია.
განსაკუთრებული მითითებები:
მოქმედებს სწრაფად და არ შეიცავს შაქარს.
არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
თუ პაციენტს აღენიშნება მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნება, ბოყინი, „ყურყური“ მუცელში და შებერილობა, ან მათი გამოვლინების ხასიათი ხანგრძლივია, უნდა მიემართოს ექიმს. პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.
ესპუმისანი ექსტრა შეიცავს სორბიტოლს. რომელიმე შაქრის მიმართ დადგენილი აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
დოზის თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელია ჩივილების განახლება.
ორსულობა და ლაქტაცია:
დასაშვებია ორსულებსა და მეძუძურებში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
არ საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელი არ არის.
გარეგნული სახე და შეფუთვა:
შიგნით მისაღები, თეთრი ფერის ფხვიერი გრანულები ლიმონის სასიამოვნო არომატით, მოთავსებული პაკეტებში.
შეფუთვაშია №14 პაკეტი.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მითითებულია პაკეტსა და მუყაოს კოლოფზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
ბერლინ-ხემი, აგ, გლინიკერ ვეგ 125, 12489 ბერლინი, გერმანია.
მწარმოებელი:
ჰერმეს ფარმა გმბჰ, ალგოი 36, 9400 ვოლფსბერგი, ავსტრია.