ნიმესილი 100მგ #30 – ნიმესულიდი ტკივილის, ანთებისა და სიცხის სამკურნალოდ. ეფექტური ართრიტის, კბილისა და ზურგის ტკივილის დროს.
საერთაშორისო დასახელება:
ნიმესულიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პირაზოლინის წარმოებულები.
ნიმესულიდი ინიშნება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ:
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ნიმესულიდს ახასიათებს გამოხატული გასტროტოქსიური მოქმედება.
აქედან გამომდინარე, ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, მათ შორის წინასწარი ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე.
ნიმესულიდმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის მხრიდან ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დისპეფსია.
ამიტომ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტს ანამნეზში არ აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, საჭიროა ყურადღება მიექცეს წყლულოვანი დაავადებისა და სისხლდენის წარმოქმნის შესაძლებლობას.
პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.
ტაბლეტი/პაკეტი მიიღება პერორალურად, როგორც სიცხის დამწევი და ანალგეზიური საშუალება.
მოზრდილებში:
1 ტაბლეტი/პაკეტი დღეში 2-ჯერ.
15 წლამდე ასაკის ბავშვებში:
არ გამოიყენება.
პოტენციურად საშიში გვერდითი მოვლენაა ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პრეპარატი ამცირებს ბეტა-ბლოკერებისა და დიურეზული საშუალებების მოქმედებას.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნიმუსოლის და ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროული მიღების შესახებ.