გამოიყენება ცხვირის ღრუს ანთებისას დაგროვილი სეკრეტის გამოყოფის გასაადვილებლად.
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mPa · S, სორბიტოლი 70 %, გასუფთავებული წყალი.
მოქმედების მექანიზმი
ქსილომეტაზოლინი არის სიმპატომიმეტური საშუალება, რომელიც მოქმედებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ალფა-ადრენერგულ რეცეპტორებზე. ცხვირში შესხურებისას იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ხსნის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას. აადვილებს ცხვირით სუნთქვას.
პრეპარატის შემადგენლობაში შედიან დამხმარე ნივთიერებები - სორბიტოლი და მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, რომლებიც ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის სიმპტომების შემცირებას.
მოქმედება იწყება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და 12 სთ-ის განმავლობაში გრძელდება. პრეპარატი ოტრივინი არ არღვევს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციებს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ქსილომეტაზოლინის კონცენტრაცია პლაზმაში დაბალია და უახლოვდება აღმოჩენის ზღვარს.
სხვადასხვა წარმოშობის რინიტი.
ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებისას დაგროვილი სეკრეტის გამოყოფის გასაადვილებლად.
დამხმარე თერაპიის სახით შუა ყურის ოტიტის დროს (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად).
რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში. აუცილებლობისას გაიმეორეთ. არ არის რეკომენდებული დღეში 3-ჯერ მეტად გამოყენება.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ოტრივინის, ცხვირის დოზირებული სპრეი 0,1%, გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენებამდე საჭიროა ცხვირის ღრუს სათანადო გასუფთავება. მოხსენით დამცავი თავსახური. პირველი გამოყენების წინ რამდენჯერმე დააჭირეთ ხელი აპლიკატორს სანამ არ მიიღებთ სპრეის ნაკადს. სპრეი უკვე მზად იქნება შემდეგი გამოყენებისათვის. თუ აპლიკატორზე მრავალჯერადი დაჭერის შემდეგ გამოსხურება არ არის სრული, მაგ.,
როდესაც სპრეი არ არის გამოყენებული 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა კვლავ დააჭიროთ აპლიკატორს 4-ჯერ. მოათავსეთ ბუნიკი ნესტოში, სწრაფად დააჭირეთ აპლიკატორს ერთხელ, ამავდროულად ოდნავ შეისუნთქეთ - ეს ხელს შეუწყობს სპრეის ოპტიმალურ განაწილებას ცხვირის ღრუში. გამოყენების შემდეგ კვლავ დაახურეთ დამცავი თავსახური.
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები
არ არსებობს მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკი) საჭიროა დოზის კორექცია.
ყოველი ჯგუფის ფარგლებში არასასურველი მოვლენები მოცემულია სერიოზულობის კლების მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება).
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის დროებითი გაუარესება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - არარეგულარული ან მომატებული გულისცემა, ჰიპერტონია, არითმია.
სასუნთქი სისტემის მხრივ ხშირად: სიმშრალე, დისკომფორტი, ცხვირის ლორწოვანის გარსის წვის შეგრძნება, მედიკამენტოზური რინიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა.
ზოგადი დარღვევები: ხშირად: წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას.
აღნიშნული გვერდითი რეაქციების განვითარებისას ან ისეთი რეაქციების დროს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ატროფიული რინიტი, მშრალი რინიტი, ჰიპოფიზის ტრანსფენოიდალური ამოკვეთა (ან ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ქირურგიული ჩარევა ტვინის მაგარი გარსის გაშიშვლება).
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები.
ქსილომეტაზოლინმა შეიძლება გააძლიეროს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების მოქმედება და გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი. ქსილომეტაზოლინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან იღებდნენ ამ პრეპარატებს ბოლო 14 დღის განმავლობაში (იხ. „სიფრთხილის ზომები“).
ტრი- ან ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტები.
ტრი- ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შიძლება გააძლიეროს ქსილომეტაზოლინის სიმპატომიმეტური მოქმედება.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ოტრივინის გამოყენებამდე.
თუ თქვენ გაქვთ გულის დაავადება (მაგალითად, QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი), ქსილომეტაზოლინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
პრეპარატი ოტრივინი სიფრთხილით გამოიყენება:
აღწერილია უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომის (RPES) ან შექცევადი ცერებრული ვაზოკონსტრიქციის სინდრომის (RCVS) განვითარების იშვიათი შემთხვევები სიმპათომიმეტური საშუალებებით, მათ შორის ქსილომეტაზოლინით, თერაპიის დროს. სიმპტომები მოიცავდა ძლიერი თავის ტკივილის უეცარ დაწყებას, გულისრევას, ღებინებას და მხედველობის დარღვევას. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობა გაუმჯობესდა ან სიმპტომებმაც გაიარა შესაბამისი მკურნალობიდან რამდენიმე დღეში. RPES-ის ან RCVS-ის სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ოტრივინის გამოყენება და უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
სხვა ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორების მსგავსად, არ არის რეკომენდებული პრეპარატი ოტრივინის უწყვეტად გამოყენება 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან შესაძლებელია მედიკამენტოზური რინიტის განვითარება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებით, რომლის სიმპტომებიც სურდოს სიმპტომების მსგავსია.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, განსაკუთრებითბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში.
ოტრივინის ცხვირის დოზირებული სპრეი 0.1% არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ორსულობა. სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებების გამო, პრეპარატი ოტრივინი არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის დროს.
ლაქტაცია. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში. პრეპარატი ოტრივინის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ფერტილობა. არ არსებობს შესაბამისი მონაცემები ფერტილობაზე პრეპარატი ოტრივინის ზეგავლენის შესახებ. კონტროლირებადი კვლევები ცხოველებზე არ არსებობს. ვინაიდან ქსილომეტაზოლინის სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია, ფერტილობაზე ზეგავლენის ალბათობა უკიდურესად მცირეა.
ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივად და დიდი დოზებით გამოყენებისას არ გამოირიცხება შესაძლო სისტემური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა ეფექტებით.
ქსილომეტაზოლინის ადგილობრივმა ჭარბმა გამოყენებამ ან შემთხვევით გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპათოლიზური მოქმედება, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია (მაგ., ძილიანობა, კომა), ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, ტაქიკარდია და ბრადიკარდია. ასევე შეიძლება განვითარდეს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, გულისრევა და ღებინება. სხვა სიმპტომები - სიფერმკრთალე, ჭარბი ოფლიანობა, ჰიპოთერმია, გუგის შევიწროება, სუნთქვის დათრგინვა, ატაქსია და შფოთვა.
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას მძიმე ხარისხის სიმპტომები არ აღინიშნებოდა. ერთ ახალშობილში (2 კვირის ასაკში) 0.1%-იანი ხსნარის 1 წვეთის თითოეულ ნესტოში გამოყენებამ გამოიწვია კომა.
პატარა ბავშვებში 0.5 მგ/კგ სხეულის მასაზე პრეპარატის გამოყენება არ იწვევდა კლინიკურად რელევანტურ სიმპტომებს. 0.5 მგ/კგ სხეულის მასაზე მეტი დოზით გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მძიმე სიმპტომების განვითარება არ გამოირიცხება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სამედიცინო დაკვირვება გამოცდილ ექიმ-კლინიცისტთან ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ და გააქტივებული ნახშირის ერთჯერადი დოზის მიღება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სისტემატურია; ბრადიკარდიის მკურნალობა შესაძლებელია ატროპინით.
ინახება არა უმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი.