ლორობენის ყელის სპრეი ბენზიდამინს და ქლორჰექსიდინს აერთიანებს: ამცირებს ტკივილს და ანთებას, თან ანტისეპტიკურად მოქმედებს.
საერთაშორისო დასახელება: Benzydamine hydrochloride, Chlorhexidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტისეპტიკური საშუალებები; პრეპარატები პირის ღრუსა და ხახაში ადგილობრივი გამოყენებისთვის.
30 მლ სპრეი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი — 45 მგ;
ქლორჰექსიდინის გლუკონატი — 36 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, სორბიტოლი 70%, პროპილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლინი, პიტნის ესენცია, საქაროზა, Eცოცოოლ MP, Pატენტ V Bლუე, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, დეიონიზებული წყალი.
თითოეული შესხურება (დაახლოებით 0.13 მლ) შეიცავს:
ქლორჰექსიდინის გლუკონატს — 0.156 მგ;
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს — 0.195 მგ.
ლორობენი გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ტკივილის შესამსუბუქებლად, მათ შორის შემდეგი მდგომარეობების დროს:
ანგინა;
ფარინგიტი;
ტონზილიტი;
აფთოზური სტომატიტი;
გლოსიტი.
ასევე გამოიყენება:
პირის ღრუსა და ხახის ქირურგიული ჩარევების დროს;
ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრავმებითა და სხვა სამედიცინო ჩარევებით გამოწვეული პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ტრაქეის ინტუბაციის შემდეგ;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებისა და მათი გართულებების დროს;
პაროდონტიტის დროს;
გინგივიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
კბილებზე ნადების შესამცირებლად;
პირის ღრუს ჰიგიენის შესანარჩუნებლად.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბენზიდამინის, ქლორჰექსიდინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოყენებამდე დააჭირეთ სპრეის აპლიკატორს რამდენჯერმე, სანამ რეგულარული ნაკადი არ წარმოიქმნება. აწიეთ აპლიკატორის თავი და მოათავსეთ პირის ღრუში, შემდეგ დააჭირეთ აპლიკატორს. გაიმეორეთ შესხურება ოთხჯერ, სხვადასხვა უბანზე.
მოზრდილები: ჩვეულებრივი დოზაა 5–10 შესხურება ყელის ანთებით უბანზე. გაიმეორეთ ყოველ 1.5–3 საათში.
ბავშვები (6–12 წელი): 5 შესხურება ყელის ანთებით უბანზე ყოველ 1.5–3 საათში.
სპრეის გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად.
ხსნარი არ გადაყლაპოთ. პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ ხსნარი გარეთ გადმოიღვარეთ.
ქლორჰექსიდინმა შესაძლოა გამოიწვიოს კბილების შეფერადება. ამ რისკის შესამცირებლად გამოყენებამდე გაიხეხეთ კბილები.
ქლორჰექსიდინი ასევე ხელს უწყობს კბილებზე ნადებისა და გინგივიტის გამოვლინებების შემცირებას.
ლორობენის ორალური სპრეი, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება და შედარებით მცირე რაოდენობის გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდით გამოწვეული გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები:
პირის ღრუს დაბუჟება — 2.6%;
წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება — იშვიათად, 1.4%;
პირის სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება — ძალიან იშვიათად, 0.2%;
სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა — ძალიან იშვიათად, 0.1%.
ზოგადი რეაქციები:
გულისრევა, ღებინება, სლოკინი და დისპეფსიური მოვლენები — იშვიათად, 0.4%;
თავბრუსხვევა — 0.1%;
თავის ტკივილი და ძილიანობა — 0.1%.
ქლორჰექსიდინის გლუკონატით გამოწვეული გვერდითი მოვლენები
კბილის ქვის წარმოქმნა;
გემოვნების შეცვლა.
ექსპერიმენტული კვლევებით სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.