ეფერალგანი სანთელი 150მგ – პარაცეტამოლის რექტალური სანთელი ბავშვებში სიცხის დასაწევად. 10 ცალი.
პარაცეტამოლი
ეფერალგანი სანთელი საბავშვო
სუპოზიტორიები ბავშვებისთვის: შეფუთვაში 10 ც.
არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება.
ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციებისა და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
სუპოზიტორიები 80 მგ:
ბავშვებში სხეულის მასით 6–8 კგ (3–5 თვის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3–4-ჯერ დღეში, 4–6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 150 მგ:
ბავშვებში სხეულის მასით 10–14 კგ (1–3 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3–4-ჯერ დღეში, 4–6 საათის ინტერვალით.
სუპოზიტორიები 300 მგ:
ბავშვებში სხეულის მასით 20–30 კგ (5–10 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3–4-ჯერ დღეში, 4–6 საათის ინტერვალით.
ეფერალგანის სუპოზიტორიები 80 მგ და 150 მგ ინახება არაუმეტეს 15°C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 5 წელია.
ეფერალგანის სუპოზიტორიები 300 მგ ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
UPSA Laboratories, a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი.