ფინევიტი დ3 ოროდისპერგირებადი ფირფიტაა: წყალი არ სჭირდება, ენაზე დნება. მოსახერხებელი გზა D ვიტამინის მისაღებად ზამთრის თვეებში.
საერთაშორისო დასახელება
Colecalciferolum
სავაჭრო დასახელება
ფინევიტი-D3 2000
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ფარმაცევტული ფორმა
ოროდისპერგირებადი ფირფიტები
შემადგენლობა
თითოეული ოროდისპერგირებადი ფირფიტა შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) USP 2000 IU (ვიტამინის შესაბამისი დანამატი)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინის დანამატი
სამკურნალო ჩვენებები
ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები 2000 IU ნაჩვენებია მოზრდილებში, ხანდაზმულებში და მოზარდებში ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის.
ვიტამინი D-ს დეფიციტის ან ვიტამინი D-ს უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში როგორც ოსტეოპოროზის მკურნალობის დამხმარე საშუალება.
დოზა და მიღების მეთოდი
დოზა
პედიატრიული პოპულაციები
ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დეფიციტის მკურნალობა
(მოზრდილებში: 50,000 IU/კვირაში 6 კვირის განმავლობაში ან 3,000-4,000 IU/ დღეში 10-12 კვირა.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 25,000 IU ერთჯერ ყოველ 2 კვირაში, 6 კვირის მანძილზე (ე.ი მთლიანი დოზა 75,000 IU) ან 2,000 IU/დღეში 6 კვირის მანძილზე.
შემანარჩუნებელი მკურნალობა დეფიციტის შემდგომი მკურნალობისთვის
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში. გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა 50,000 IU-მდე/თვეში ან 4,000 IU-მდე/დღეში, თუ მცირე დოზებით პაციენტში ვერ ხდება შენარჩუნება.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 1,000 IU/დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა 25(OH)D შემოწმება დაახლოებით 3-4 თვეში, რათა დადასტურდეს გამიზნულ დონეზე მიღწევა.
დეფიციტის პრევენცია
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში. გარკვეულ სიტუაციებში (იხილეთ ქვემოთ) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა 50,000 IU-მდე/თვეში ან 4,000 IU-მდე/დღეში, თუ მცირე დოზებით პაციენტში ვერ ხდება შენარჩუნება.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 25,000 IU/ ყოველ 6 კვირაში
ოსტეოპოროზის კონკრეტულ თერაპიასთან ერთად
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში.
გარკვეული პოპულაციები იმყოფებიან ვიტამინი D-ს დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ და შეიძლება საჭიროებდნენ უფრო დიდ დოზებს, მაგ:
მიღების წესი
მიიღება პერორალურად
მოითავსეთ ენაზე, მოითმინეთ სანამ გაიხსნება და შემდეგ გადაყლაპეთ. ფირფიტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები