პრეპარატი განკუთვნილია მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ, აგრეთვე როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
პირეტიკოლი 120 მგ/5 მლ
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოლი 120 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის გუმფისი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, კალიუმის სორბატი, საქაროზა, პონსო 4R, სუკრალოზა, არომატიზატორი "მარწყვი", ნატრიუმის კარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, გამოხდილი წყალი.
პრეპარატი განკუთვნილია მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ, აგრეთვე როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
პრეპარატი განკუთვნილია თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიის, კბილის ტკივილის და კბილების ამოჭრის დროს ტკივილის, ყელის ტკივილის, გრიპის, გაციების დაავადებების და ცხელების, მათ შორის ვაქცინაციის შემდგომი ცხელების სიმპტომური მკურნალობისთვის.
პირეტიკოლი 120 მგ/5 მლ სუსპენზიის დოზირება ბავშვებში:
2–4 თვის ასაკი — ვაქცინაციის შემდგომი ცხელება: 2,5 მლ.
საჭიროების შემთხვევაში დოზის მიღება შეიძლება დღე-ღამეში მაქსიმუმ 4-ჯერ, ვაქცინაციის მომენტიდან. 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის მიღება არ შეიძლება. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა. თუ ვაქცინაციიდან 2 დღის შემდეგ ბავშვს კვლავ სჭირდება პრეპარატი, მიმართეთ ექიმს.
2–3 თვის ასაკი — ტკივილი ან ცხელების სხვა მიზეზები: 2,5 მლ, თუ ბავშვის სხეულის მასა 4 კგ-ზე მეტია და ბავშვი დაბადებულია ორსულობის 37-ე კვირის შემდეგ.
საჭიროების შემთხვევაში 2,5 მლ-ის განმეორება შესაძლებელია, მაგრამ არაუადრეს 4–6 საათისა. ამ ასაკში ინიშნება მაქსიმუმ 2 დოზა. თუ ორი დოზის შემდეგაც ბავშვს აღენიშნება ცხელება, მიმართეთ ექიმს. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
3–6 თვე: 2,5 მლ, დღე-ღამეში მაქსიმუმ 4-ჯერ.
6–24 თვე: 5 მლ, დღე-ღამეში მაქსიმუმ 4-ჯერ.
2–4 წელი: 7,5 მლ (5 მლ + 2,5 მლ), დღე-ღამეში მაქსიმუმ 4-ჯერ.
4–6 წელი: 10 მლ (5 მლ + 5 მლ), დღე-ღამეში მაქსიმუმ 4-ჯერ.
დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა და პრეპარატი არ უნდა მიიღოთ დღე-ღამეში 4-ჯერზე მეტად.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. 3 დღეზე მეტი ხნით გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ორსულობა
ქალებში ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას მიღებული მონაცემების დიდი რაოდენობა პრეპარატის ტერატოგენული მოქმედების და ფეტო-/ნეონატალური ტოქსიურობის არარსებობაზე მიუთითებს.
პარაცეტამოლის საშვილოსნოშიდა ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ბავშვებში ნერვული სისტემის განვითარებაზე ზემოქმედების ეპიდემიოლოგიურ კვლევებს არაერთმნიშვნელოვანი შედეგები აქვთ.
კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია, მაგრამ მინიმალური ეფექტური დოზით უმოკლეს შესაძლო დროში და რაც შეიძლება დაბალი სიხშირით.
რეკომენდებული დოზებით ქალებში გამოყენებისას პარაცეტამოლი პლაცენტის გავლით აღწევს ნაყოფის სისტემურ სისხლდინებაში მიღებიდან 30 წუთში და ნაყოფის ორგანიზმში მტაბოლიზდება სულფატთან კონიუგაციის გზით.
ლაქტაცია:
პარაცეტამოლი დედის რძესთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით (ქალის მიერ მიღებული დოზის 0,1-1,85%) გამოიყოფა. ითვლება, რომ ქალის მიერ რეკომენდებული დოზებით პარაცეტამოლის მიღება არ წარმოადგენს საშიშროებას ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისთვის.
ამ დრომდე გამოქვეყნებული მონაცემები არ გამორიცხავს ლაქტაციას პრეპარატის მიღებისას.
ფერტილობა:
არ არსებობს ინფორმაცია პარაცეტამოლის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!