ენტეროლი 250მგ #10 – საქარომიცეს ბულარდი დიარეის, ნაწლავის დისბიოზისა და ანტიბიოტიკით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ.
ენტეროლი 250 ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის
აქტიური ნივთიერება:
საფუარა Saccharomyces boulardii CNCM I-745 (ლიოფილიზებული უჯრედები) 250 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ფრუქტოზა, გაუწყლოებული კოლოიდური სილიციუმი, „ტუტი-ფრუტი“ არომატი (არომატის სუბსტანცია, მალტოდექსტრინი (სიმინდის), სორბიტოლის სიროფი E420, გუმიარაბიკი/აკაციის გუმფისი E414, ბუთილირებული ჰიდროქსიანისოლი E320, მეთილეუგენოლი, საფროლი).
Saccharomyces boulardii CNCM I-745 პრობიოტიკია, რაც ნიშნავს, რომ ის ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმია.
ნაწლავური ფლორა შედგება მილიარდობით მიკროორგანიზმისგან. მისი ბალანსი საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესანარჩუნებლად, როგორიცაა საჭმლის გადამუშავება, ინფექციური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა, იმუნური დაცვის სტიმულაცია და გაძლიერება.
თუმცა ეს წონასწორობა სუსტია და შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა ფაქტორით, როგორიცაა ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, ზოგიერთი პრეპარატით (მაგალითად ანტიბიოტიკებით) მკურნალობა და კვებითი ჩვევების ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები, მაგალითად დიარეა.
ენტეროლი 250 ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის არის ნაწლავური ფლორის ე.წ. „ჩამნაცვლებელი ფლორა“ პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის დროებითი დისბალანსის კომპენსირებას.
ენტეროლი 250 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.
ნორმალური გამოყენების პირობებში შესაძლებელია პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს.
თუ ხართ ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ახალშობილები:
არა უმეტეს 1 პაკეტი დღეში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
6 წლამდე ასაკის ბავშვები:
1 პაკეტი 1–2-ჯერ დღეში.
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1–2 პაკეტი 1–2-ჯერ დღეში.
მკურნალობის რეკომენდებული პერიოდი:
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულებით.
ორალური გამოყენება.
პაკეტის შემცველობა ჩაყარეთ მცირე რაოდენობის წყალში ან ტკბილ სასმელში, მოურიეთ და დალიეთ. ფხვნილის შერევა ასევე შესაძლებელია საჭმელში.
არ შეურიოთ ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ ხსნარებს, საკვებს ან ალკოჰოლურ სასმელებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.