ოფთან-დექსამეტაზონი 0.1% – თვალის წვეთები ანთებითი პროცესების დროს. 5მლ ფლაკონი, ფასი ფარმადეპოში.
დექსამეტაზონი
ოფთან დექსამეტაზონი
ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1.32 მგ (დექსამეტაზონის 1 მგ-ის ექვივალენტი).
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
თვალის წვეთები 1 მგ/მლ.
5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში, პლასტიკური საცობითა და დახრახნილი ხუფით. ფლაკონ-საწვეთურს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები:
თვალების ალერგიული დაავადებები:
ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ პერიოდში.
მწვავე მდგომარეობების დროს: 1–2 წვეთი ყოველ კონიუნქტივურ პარკში ყოველ 1–2 საათში.
ანთების შემცირების შემდეგ ოფთან დექსამეტაზონის თვალის წვეთები იწვეთება კონიუნქტივურ პარკში 1–2 წვეთი 3–5-ჯერ დღეში.
ოფთან დექსამეტაზონის თვალის წვეთებით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2–3 კვირას. მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ მონაცემებს, მათ შორის პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, კლინიკური სიმპტომების გამოხატულობას და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლო რისკს.
თვალის წვეთების ოფთან დექსამეტაზონის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სწრაფად გარდამავალი წვის შეგრძნება და ალერგიული რეაქციები.
დექსამეტაზონის ხანგრძლივმა გამოყენებამ (3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს მეორადი გლაუკომა და სტეროიდული კატარაქტა. ასევე შესაძლებელია რქოვანას გარსის დაწყლულება, შემღვრევა, გათხელება ან პერფორაცია.
იშვიათ შემთხვევებში დექსამეტაზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰერპესული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებას.
ოფთან დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.