შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
- პარაცეტამოლს — 500 მგ;
- ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს — 10 მგ;
- ქლორფენირამინის მალეატს — 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება.
ჩვენება
- გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა;
- ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია);
- ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ბავშვებში — 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.
უკუჩვენება
უკუნაჩვენებია:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
- სისხლის სისტემის დაავადებები;
- ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- ჟილბერის სინდრომი (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია);
- არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები;
- გლაუკომა;
- პროსტატის ჰიპერტროფია;
- ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები.
სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიით დაავადებულებში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა ურეცეპტოდ.