პროდუქტის შესახებ
ვიტატონ ომეგა წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს იმუნური სტატუსის გაძლიერებას, ენერგიის დონის ამაღლებას და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეფექტურია ნერვული სისტემის, მხედველობის ორგანოების, ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მასში შემავალი კონპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ვიტატონ ომეგა ზრდის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დასწავლის პროცესს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ეფექტურია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენის, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის, მეხსიერების დაქვეითების და ემოციური ლაბილობის დროს. რეკოემნდებულია თვალის დაავადებებისას (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)
შემადგენლობა: ვიტატონი ომეგას ყოველი 5 მლ შეიცავს EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) 315 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) 210 მგ, L არგინინი 200 მგ, D ბიოტინი 50 მგ, ვიტამინი C (L ასკორბინის მჟავა) 50 მგ, ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 38 მგ, სპილენძი 20 მგ, ვიტამინი E (DL-ალფატოკოფეროლის აცეტატი) 6,5 მგ, თუთიის სულფატი 5 მგ, რკინის გლუკონატი 5 მგ, კოენზიმი 2 მგ, ვიტამინი B5 (ნატრიუმის - D პანთოთენატი) 1,75 მგ, ვიტამინი B1(თიამინი) 1,32 გრ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1,31მგ, ვიტამინი B2(რიბოფლავინი) 1,07მგ, ვიტამინი A (რეტინილის პალმიტატი) 0,32 მგ, ფოლის მჟავა 0,2 მგ, ქრომის პიკონილატი 0,11 მგ, ნატრიუმის სელენიტი 0,06 მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 0,02 მგ, ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 0,002 მგ, ლიმონმჟავა, ქსანთანი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, მარწყვის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, სტევია, დეიონიზირებული წყალი, გლიცერინი, პოლისორბატი 80.
მიღების წესი და დოზირება:
7 წლამდე 5მლ დღეში. 7 წლიდან 10 მლ დღეში.
გაფრთხილება:
პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ არის სამედიცინო პრეპარატი ან მისი შემცვლელი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
არ გამოიყენოთ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ 15-25რC ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.
ვარგისია გახსნიდან 3 თვე.
გამოშვების ფორმა: 150 მლ ფლაკონი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი კომპანია: ADELPHARMA İLAÇ LTD. ŞTİ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
227867