ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ქოლესტერინის ნორმალურ დონეს
1 ტაბლეტი შეიცავს
ნივრის ექსტრაქტი, შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, დიბაზური კალციუმის ფოსფატი და კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტის გარსი: (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ნატრიუმის ალგინატი, სტეარინის მჟავა, საღებავები: კალციუმის კარბონატი და ყვითელი რკინის ოქსიდი), შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები: სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი და სტეარინის მჟავა, პოლივინილპიროლიდონი, პოლივინილპოლიპიროლიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კალციუმის კარბონატი.
• ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ქოლესტერინის ნორმალურ დონეს
• არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს
• წარმოებულია დიდი ბრიტანეთის #1 ვიტამინების კომპანიისგან
• სპეციალურად შემუშავებული ფომულა უკეთესი შეწოვისთვის
• სპეციალურად შემუშავებული ფორმულა ნივრის გემოს შესამცირებლად
ვიტაბიოტიქსი ულტრა ნიორის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ნივრის ექსტრაქტს, რაც უზრუნველყოფს 7,200 მკგ სტანდარტიზებულ ალიცინს. ალიცინი ნივრის ერთ-ერთი მთავარი აქტიური კომპონენტია, რომელიც წარმოიქმნება დაქუცმაცების პროცესში.
ვიტაბიოტიქსი ულტრა ნიორის სპეციაულურად შექმნილი ფორმულა, არის გემოს გარეშე და ნაწლავში ხსნადი, რაც ხელს უწყობს ალიცინის უკეთეს შეწოვას.
ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული და უძველესი მცენარეული საშუალებაა. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ასევე გულის ჯანმრთელობისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას. ექსტრაქციის შემდეგ, ულტრა ნიორში გამოყენებული ნივრის თითოეული პარტია აკმაყოფილებს ვიტაბიოტიქსის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.
მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი წყალთან ან ცივ სასმელთან ერთად. არ დაღეჭოთ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გლუტენს, ლაქტოზას, საფუარს. არ არის ტესტირებული ცხოველებზე. გამოიყენება ვეგანებსა და ვეგეტარიანელებისთვის.
საკვები დანამატები არ უნდა ჩაანაცვლოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სხვა საკვები დანამატების მსგავსად, ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ორსულობის და ლაქტაციის დროს, საკვებისმიერი ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგის შემთხვევაში.
შესაძლებელია Vitabiotics-ის ხაზის ნებისმიერ სხვა პროდუქტთან ერთად გამოყენება.
ინახება მშრალ, გრილ 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.