ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ნატურალური, მცენარეული) ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად.
შემადგენლობა:
კალციუმი Ca - 1500 მგ (100 მლ-ში); 300 მგ (20 მლ-შ-); 150 მგ (10 მლ-ში).
ვიტამინი K2 - 30 მგ (100 მლ-ში); 6 მგ (20 მლ-შ-); 3 მგ (10 მლ-ში).
ვიტამინი D3 - 50 მკგ (2000 სე) (100 მლ-ში); 10 მკგ (400 სე) (20 მლ-შ-); 5 მკგ(200სე) (10 მლ-ში).
ფტორი - 1,25 მგ (100 მლ-ში); 0,25 მგ (20 მლ-შ-); 0,125 მგ (10 მლ-ში).
წყალი, ფრუქტოზა, კალციუმი, კონსერვანტი(კალიუმის სორბატი), არომატიზატორი(ფორთოხლის არომატიზატორი), გამასქელებელი(ქსანტანი), ლიმონმჟავა, ვიტამინი K და ვიტამინი D.
პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას,რძეს,სოიოს,გლუტენს და გმო-ს.
კალციუმი - სწორედ ბავშვობის ასაკში გროვდება ძვლოვანი მასის პიკი, რაც ზრდასრული ადამიანის ძვლის მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და განსაზღვრავს ძვლის სიძლიერეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კალციუმი - მთავარი „სამშენებლო მასალაა“ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, რომელიც ახორციელებს მის ნორმალურ ფორმირებასა და ზრდას. კალციუმი აუცილებელია დენტინის და კბილების ემალის ფორმირებისთვის, უნარჩუნებს მათ სიმყარეს. კალციუმი სისხლის შრატის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ელემენტია. მონაწილეობს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების ფუნქციონირებაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიწოდება ბავშვის ორგანიზმისთვის მისი განვითარების საწყის ეტაპზე.
ვიტამინი K - მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. იგი ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას და ამყარებს ძვლოვან ქსოვილს, ამავე დროს ხელს უშლის თირკმელების, სახსრების და სისხლძარღვების სანათურის კალციფიკაციას. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
ვიტამინი D3 - მცირე ასაკის ბავშვებში ვიტამინი D3 ხელს უშლის რაქიტის განვითარებას - დაავადების, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევას, ძვლების სირბილეს. მოზარდებში და დიდებში ხელს უშლის კარიესის განვითარებას, ღრძილების პათოლოგიას. აგრეთვე იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზისგან. ხელს უწყობს მოტეხილობების სწრაფ შეხორცებას.
მიღების წესი:
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 20მლ.
0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის -2,5 მლ სიროფის 2 ჯერ დღეში.
2-დან 5 წლამდე ბავშვებში - 5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.
5 წლის ზემოთ - 7,5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება:
- ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად.
- არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.
- მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
მოქმედების ვადა: 3 წელი.
გამოშვების ვადა მითითებულის კოლოფზე.
მწარმოებელი:
Vegapharm LLP.
London,United Kingdom.
წარმოებულია ესპანეთში:
DELFY FOR GROUP SL.
Poniol 11. EI Vendell,Tarragona