გამოყენების ჩვენებები სტრესი, შფოთვა, დეპრესია, მომატებული ნერვული დაძაბულობა, გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება (პალპიტაცია), უძილობა და სხვა ძილის დარღვევები, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მენოპაუზის სიმპტომები, საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევები.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი მოზარდებსა და მოზრდილებში 12 წლიდან გამოიყენება 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ, მიღება უმჯობესია ჭამის დროს. უძილობის დროს მიიღება 2 კაფსულა ძილის წინ 1-2 საათით ადრე. ვამელისი ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.