უროველი ტაბლეტი შუშხუნა #10

გერმანია

იდი ფარმა
პროდუქტის შესახებ
უროველი

შემადგენლობა: უროველის ერთი შუშხუნა ტაბლეტი (4,1 გ) აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: D-მანოზა - 400 მგ, შტოშის ექსტრაქტი - 500 მგ, C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) – 135 მგ, თუთია - 10 მგ და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ტყის კენკრის ნატურალური არომატიზატორი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სუკრალოზა, რიბოფლავინები, ჭარხლის კონცენტრატი

მოქმედების მექანიზმი: უროველი წარმოადგენს D-მანოზას, შტოშის ექსტრაქტის (Vaccinium macrocarpon), C ვიტამინის და თუთიის კომბინაციას.

ჩვენებები:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს:
- გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები: ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი (თანდართული ვულვოვაგინიტით ქალებში) - ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში
- საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში, ბაქტერიურია - ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში
- საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები, რეციდივის პრევენციის მიზნით
- უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა), დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა უროველში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
უროველი არ გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივად.

მიღების წესი და დოზირება:
1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში და სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე
- საშარდე გზების მწვავე ინფექცია: მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზემოთ მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში
- საშარდე გზების მორეციდივე ინფექცია: მოზრდილებსა და ბავშვებში 14 წლის ზემოთ მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ, თვეში 10 დღე, 3 თვის მანძილზე

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
შტოშის ექსტრაქტი+ვიტ ც+D-მანოზა+თუთია
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი