საერთაშორისო დასახელება - Vaccinium macrocarpon+Equisetum+Urtica 52.6% შტოშის ექსტრაქტი ,10.9% შვიტა (მინდვრის შვიტა) , 7.3% მწვანე ჩაის ექსტრაქტი, 3.6% ჭინჭრის ექსტრაქტი, 3.6% შვრიის ექსტრაქტი. ურო -კომპლექსი უზრუნველყოფს უროგენული ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას ,ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობას საშარდე სისტემაში , იცავს მას განმეორებითი ინფექციებისაგან . პრეპარატი შედგება ხუთი კომპონენტისგან . ერთი კაფსულა შეიცავს: შტოშის ექსტრაქტს 360 მგ, რომელშიც10% -ია პროანტოციანიდი (PAC)-36 მგ შვიტას ექსტრაქტს 75 მგ მწვანე ჩაის ექსტრაქტს 75 მგ ჭინჭრის ექსტრაქტს 25 მგ შვრიის ექსტრაქტს 25 მგ პროანტოცინიდი(PAC)- ხელს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და ადჰეზიას უროთელიუმზე . შტოშის ექსტრაქტი ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა.იგი ანადგურებს პათოლოგიურ ბაქტერიებს და იცავს საშარდე სისტემას რეინფექციებისაგან . მწვანე ჩაის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,კიდევ უფრო ძლიერი , ვიდრე E და C ვიტამინი. ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებაში და საშარდე სისტემას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში . ჭინჭრის და შვიტის ექსტრაქტი ასუფთავებს საშარდე სისტემას და ეხმარება მას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში .აქვს შარდმდენი ეფექტი ,რაც აუმჯობესებს თირკმლის ექსკრეტორულ ფუნქციას, განაპირობებს ტოქსინებისა და პათოლოგიური ბაქტერიების სწრაფ დ ადვილ გამოდევნას ორგანიზმიდან .
შვრიის ექსტრაქტი (შეიცავს 7% ფლავონოიდებს) შვიტასთან ერთად იცავს საშარდე სისტემას კრისტალების წარმოქნისგან ,აღადგენს საშარდე სისტემის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ შემაწუხებელ და დისკომფორტის სიმპტომებს .აქვს დადებითი მოქმედება სისხლძარღვებზე .
ჩვენებები: საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საშარდე სისტემის პრობლემებისას საშარდე სისტემის განმეორებითი ინფექციების პროფილაქტიკისათვის საშარდე სისტემის ინფექციების განვითარების რისკის გაზრდისას
მიღების წესი და დოზირება: ერთი კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად . არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას .
გამოშვების ფორმა: ჟელატინისებური კაფსულა # 15 შენახვის პირობები და ვადები : ინახება მშრალ და გრილ ადგილას . არ გამოიყენოთ პროდუქტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას .