ურინალი კაფსულა 200მგ #30

ურინალი კაფსულა 200მგ #30

ვალმარკი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები უროლოგია, ნეფროლოგია
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს - შტოში NutriCran® (Vaccinium macrocarpon), 200 მგ., შტოში CystiCran® 3 მგ. (Vaccinium macrocarpon).
შტოშის ექსტრაქტში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია 57300 ცოცხალ კენკრაში მათი შემცველობის ექვივალენტურია. შტოშის უნიკალური, დაპატენტებული გადამუშავების მეთოდის წყალობით, მიიღება უმაღლესი ხარისხის და აქტიური ნივთიერებების პროანტოციანიდინების მაღალი შემცველობის მქონე ექსტრაქტი CystiCran®.

ჩვენება
ცისტიტი და სხვა საშარდე გზების ინფექციები და ანთებითი პროცესები.
ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის. პრევენციას უწევს საშარდე გზების ქრონიკული ინფექციის რეციდივების განვითარებას, რომელსაც განსაკუთრებით ადგილი აქვს ასაკოვან ქალებში. პაციენტებში, რომლებიც არიან შარდის კათეტერიზაციასთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის განვითარების ალბათობას და საშარდე გზების ინფექციის სიხშირეს.
Commission E და ESCOP რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას შარდსასქესო ტრაქტის საირიგაციო საშუალებად; ESCOP ასევე, რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას, როგორც დამატებით საშუალებას, შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.
ურინალის გამოყენება ასევე რეკომენდებულია ანტიბიოტიკებთან კომბინირებულ თერაპიაში. ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის ეფექტს.
ორსულობა და ლაქტაცია
ურინალის შემადგენელი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. გამოიყენება ორსულებში ქვემო საშარდე გზების ინფექციის განვითარების პრევენციისათვის და მკურნალობისათვის.

გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს.

უკუჩვენება
შტოშის შემცველობის გამო თირკმელებში ოქსალატური კენჭის არსებობისას ურინალი არ ინიშნება.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
შტოში პროტონული ტუმბოს მაინჰიბირებელ საშუალებებთან პარალელურად დანიშვნისას ზრდის ვიტამინ B12-ის შეწოვას; შტოში ვარფარინთან დანიშვნისას მიზანშეწონილია INR კონტროლი.
ურინალი ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში ახდენს მათი ეფექტის პოტენცირებას და აუმჯობესებს მკურნალობის გამოსავალს.
დოზა: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალმარკი
ქვეყანა
ჯენერიკი
შტოშის ექსტრაქტი
დოზა
200მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი