საერთაშორისო დასახელება - KETOROLAC მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ანალგეზიური ეფექტით. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც. 1 ტაბ. კეტოროლაკ ტრომეტამინი ....... 10 მგ ხსნარი ი/მ ან ი/ვ გამოყენებისათვის: ამპულაში 1 მლ შეფუთვაში 5 ც. 1 ამპ. კეტოროლაკ ტრომეტამინი ......... 30 მგ
ჩვენებები: ზომიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე კუპირება, რომელიც საჭიროებს ოპიატებით ანალოგიური ინტენსივობის გაუტკივარებას. ტორადოლი არ არის ნაჩვენები ქრონიკული ტკივილის სინდრომების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: მკურნალობის ხანგრძლივობა: მოზრდილებში ტორადოლის მრავალჯერადი ი/მ ან ნაკადური ი/ვ გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ვინაიდან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების სიხშირე. მოზრდილებში ტორადოლის ი/ვ ინფუზიის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. ბავშვებში ტორადოლის პარენტერული გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. მოზრდილებში ტორადოლის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია არახანგრძლივი დროის განმავლობაში (7 დღემდე); მისი ხანგრძლივი მიღება არ არის ნაჩვენები. ხსნარი ინექციისათვის: მოზრდილთათვის ტორადოლი ინექციის ხსნარის სახით განკუთვნილია ერთჯერადი ან მრავალჯერადი ინტრამუსკულარული ან ნაკადური ინტრავენური შეყვანისათვის. ბავშვებში ტორადოლის ხსნარი შეიძლება შევიყვანოთ ერთჯერადად ინტრამუსკულარულად, საჭიროების შემთხვევაში ინტრავენური ინექციების დამატებით. ბავშვებში უმჯობესია შეირჩეს ინტრავენური ინექცია, ვინაიდან ინტრამუსკულარული შეყვანა შეიძლება მტკივნეული იყოს. • პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალურ ეფექტიან დოზაში. მას არჩევენ ტკივილის ინტენსივობისა და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. საჭიროებისას შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს ოპიატები დაბალ დოზებში, თუ არ არსებობს უკუჩვენებები მათ მიმართ. ტორადოლის ერთდროული პარენტერული დანიშვნისას ოპიატების დოზები შეიძლება ჩვეულებრივზე ნაკლები იყოს. • ისევე, როგორც სხვა ასას დანივშნისას, ტორადოლის შეყვანამდე აუცილებელია ჰიპოვოლემიის კორექცია; პრეპარატის გამოყენება აუცილებელია მხოლოდ ნორმალური ჰიდრატაციისა და ელექროლიტური ბალანსის მქონე ავადმყოფებში. • ინტრავენურად პრეპარატი უნდა შეყვანილი იქნას არა ნაკლებ 15 წამის განმავლობაში. ინტრამუსკულარული ინექცია ხორციელდება ნელა, ღრმად კუნთში. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო მაქსიმალური გაუტკივარება მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. • ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 4-6 საათს. • ვინაიდან არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების ალბათობა, დაწყებული ბრონქოსპაზმიდან დამთავრებული ანაფილაქსიური შოკით, ტორადოლის პირველი ინექციისას მზად უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებებისთვის აუცილებელი საშუალებები. • ტორადოლის ინექციების დანიშვნა არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტების ამ ჯგუფში შეზღუდულია. ერთჯერადი შეყვანა მოზრდილებში ინტრამუსკულარულად: ავადმყოფები 65 წლამდე - 10-60 მგ ერთჯერადად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით. 65 წელს გადაცილებული ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფები - 10-30 მგ ერთჯერადად. ინტრავენურად: ავადმყოფები 65 წლამდე - 10-30 მგ ერთჯერადად, ტკივილი სინდრომის სიმძიმის მიხედვით. 65 წელს გადაცილებული ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფები - 10-15 მგ ერთჯერადად.
ტაბლეტები ტორადოლი ტაბლეტებში შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ან განმეორებით. მიღების ფიქსირებული ჯერადობით ან საჭიროების შესაბამისად. მოზრდილებს ტორადოლის ტაბლეტებს უნიშნავენ ხანმოკლე ვადით (7 დღემდე); ტაბლეტების მიღება ხანგრძლივი ვადით არ არის ნაჩვენები. ტორადოლის ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული შესაბამისი გამოცდილების სიმცირის გამო. ერთჯერადი მიღებისას რეკომენდებული დოზა ტოლია 10 მგ-ის, მრავალჯერადი მიღებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს - 10 მგ ყოველ 4-6 საათში. ტკივილის გამოხატულების მიხედვით; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ.