ტობრადექსი მალამო თვალის (3მგ+1მგ)/1გრ 3.5გრ ტუბი #1
ბელგია
ალკონი
-10% დამატებით VISA ბარათით
GEL
in stock
new
10.43₾
14.9₾
-30.0%
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Tobramycinum+Dexamethasonum კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ 1 მლ ტობრამიცინი ............ 3 მგ დექსამეთაზონი ........ 1 მგ კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი ..... 0.01% არააქტიური ნივთიერებები: ტილაქსოპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის სულფატი, გოგირდმჟავა (pH-ის რეგულირებისათვის) და დისტილირებული წყალი.
თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ. 1 გ ტობრამიცინი ................. 3 მგ დექსამეთაზონი ............... 1 მგ კონსერვანტი: ქლორბუტანოლი ............. 0.5% არააქტიური ნივთიერებები: მინერალური ცხიმი და თეთრი ვაზელინი.
მიღების წესი და დოზირება: სუსპენზია 1-2 წვეთი ქვედა ქუთუთოში 4-6 სთ-ში ერთხელ.
მალამო მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოზე 3-4-ჯერ დღეში. შეიძლება მალამოსა და ხსნარის გამოყენება კომბინაციაში: მალამო - საღამოს ძილის წინ და ხსნარი - დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, კონიუქტივის ჰიპერემია. მეორადი ინფექციები, თვალშიდა წნევის მომატება.
უკუჩვენებები: მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი; კონიუქტივისა და რქოვანას ვირუსული ინფექციები; თვალის მიკრობაქტერიული ინფექცია; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების დროს. არ გამოიყენება თვალში საინექციოდ.