Საკვები დანამატი. სოლვიტალ პრეგნაფოლი შეიცავს კვატრიფოლს - მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას. იგი ხელს უწყობს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესს, სისხლწარმოქმნას, ამინომჟავების სინთეზს, იმუნური სისტემის გაძლერებას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კვატრიფოლი აბალანსებს დედის ფოლიუმზე გაზრდილს მოთხოვნას . ორსულებში ფოლის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფში ნერვული მილის განვითარების მანკების წარმოშობას. პროდუქტი განკუთვნილია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის. სასურველი ეფექტი მიიღწევა კვატრიფოლის 400 მკგ მიღებით ორსულობამდე 1 თვით ადრე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კვატრიფოლი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს, ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
დოზირება: რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი; არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას; უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.