გამოიყენება B12 ვიტამინის დეფიციტით მიმდინარე ანემიის, დიაბეტური და პერიფერიული ნეიროპათიის, მხედველობის ნერვის ატროფიის, კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტების დროს.
B12 ვიტამინი (მეთილკობალამინი) – 1000მკგ
მანიტოლი, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიკა გელი, ნატურალური არომატიზატორები.
არ შეიცევს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
მეთილკობალამინი B12 ვიტამინის კოფერმენტია, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. რომელიც აღარ საჭიროებს გარდაქმნას. მისი ათვისება მომენტალურად და სრულყოფილად ხდება ორგანიზმის მიერ. B12 ვიტამინის სხვა ფორმები, მაგალითად ციანკობალამინი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს. ეს პროცესი ორგანიზმში ხშირ შემთხვევაში არაეფექტურად მიმდინარეობს. მეთილკობალამინი B12 ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომელიც ნერვულ ქსოვილში გროვდება უფრო ექსტენსიურად ჰომოლოგებთან შედარებით. მისი მოქმედება 130-150-ჯერ აღემატება ციანკობალამინისას.
მეთილკობალამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. იგი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზს. მეთილკობალამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს.
მეთილკობალამინი უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. მეთილკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.
მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას. მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ.
მეთილკობალამინი ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენს პროთრომბინის და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.
სოლგარის მეთილკობალამინის სუბლინგვალური გრანულები მომენტალურად გადადის სისხლში.
სოლგარის მეთილკობალამინი მისაღებია ვეგეტარიანელებისათვისაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ვიტამინით ორგანიზმის შევსება მხოლოდ ცხოველური საკვებიდან ხდება.
პრევენციის მიზნით გამოიყენება:
მიიღება მოზრდილებში 1 სუბლინგვალური ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს. ტაბლეტი მიღებამდე მოათავსეთ ენის ქვეშ 30 წამის განმავლობაში.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.