სირდალუდი ტაბლეტი 4მგ #30

სირდალუდი ტაბლეტი 4მგ #30

თურქეთი

ნოვარტის საგლიკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - tizanidine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → მიორელაქსანტები → ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტიზანიდინი (ტიზანიდინის ჰიდროქლორიდის ფორმით) 2 მგ და 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ფხვნილისებრი ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მიორელაქსანტები მოქმედების ცენტრალური მექანიზმით. ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტები.

გამოყენების ჩვენებები
- კუნთების მტკივნეული სპაზმები;
- სპასტიურობა გაფანტული სკლეროზის შედეგად;
- სპასტიურობა ძვლის ტვინის დაზიანებების შედეგად;
- სპასტიურობა თავის ტვინის დაზიანებების შედეგად.

გამოყენების წესი და დოზირება
ტიზანიდინი მიიღება შიგნით. ტიზანიდინის ეფექტი სპასტიურობასთან მიმართებაში მაქსიმალური ხარისხით ვლინდება მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში შედარებით არახანგრძლივი მოქმედებით. პრეპარატს გააჩნია კონცენტრაციის მაღალი ვარიაბელურობა სხვადასხვა პაციენტებში. ამ მიზეზით პრეპარატის დოზა, მიღების დრო და სიხშირე შეირჩევა ინდივიდუალურად პაციენტის საჭიროებების მიხედვით. როგორც წესი, მკურნალობას იწყებენ 2 მგ ერთჯერადი დოზით არასასურველი რეაქციების მინიმიზაციისათვის. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან.
კუნთების მტკივნეული სპაზმი: მოზრდილებში ინიშნება 2-4 მგ 3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია 2-4 მგ-ის დამატებითი მიღება, სასურველია ძილის წინ.
სპასტიურობა, განპირობებული ნევროლოგიური დაავადებებით: დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა. დოზას თანდათან ზრდიან 2 მგ-ით არაუმეტეს 2 ჯერ კვირაში. ოპტიმალური თერაპიული პასუხი ჩვეულებრივ მიიღწევა 12 მგ-დან 24 მგ-მდე დღიური დოზის დროს, რომელიც მიიღება 3-4 მიღებაზე დაყოფით, დროის თანაბარი ინტერვალით. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ-ს, საერთო დღიური დოზა - 36 მგ.
ნელი ტიტრირება ახდენს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის მინიმიზირებას.

გამოყენება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში
გამოყენების გამოცდილება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეზღუდულია. გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სარგებელი აშკარად აღემატება რისკს. ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ თირკმლისმიერი გამოყოფა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს. რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა გამოყენებისას: მკურნალობა იწყება მინიმალური დოზიდან, ტიტრირება ტარდება ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით.

გამოყენება ბავშვებში
ტიზანიდინის გამოყენების გამოცდილება 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში შეზღუდულია. არ არის რეკომენდირებული ტიზანიდინის გამოყენება პაციენტთა ამ ჯგუფში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი ˂25 მლ/წთ) მკურნალობა დაწყებული უნდა იქნას 2 მგ დოზით 1 ჯერ დღეში ნელი ტიტრირებით ეფექტური დოზის მიღწევამდე. დოზა უნდა გაიზარდოს არაუმეტეს 2 მგ-ით ერთ ჯერზე, ამტანობის და ეფექტურობის გათვალისწინებით: ეფექტურობის გაზრდის საჭიროებისას რეკომენდირებულია ერთჯერადი დოზის ნელა გაზრდა და მხოლოდ შემდეგ გამოყენების სიხშირის გაზრდა. რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
ტიზანიდინი მეტაბოლიზდება ღვიძლით. ტიზანიდინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, დოზის გაზრდა - ამტანობის გათვალისწინებით.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა დოზის ნელა შემცირება, ჰიპერტენზიის და ტაქიკარდიის განვითარების რისკის მინიმიზირებისათვის.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტიზანიდინის ან პრეპარატის შემადგებლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნოვარტის საგლიკი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ტიზანიდინის ჰიდროქლორიდი
დოზა
4მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი