სერენ ესი ფორტე -ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა ყოველდღიური სტრესის ფონზე ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შესანარჩუნებლად.
სერენ ესი ფორტე -ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა ყოველდღიური სტრესის ფონზე ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შესანარჩუნებლად.
შემადგენლობა (1 ტაბლეტში):
• აშვაგანდა (Withania somnifera) ექსტრაქტი ტიტრირებული 10%- 250გ მგ
• კრაზანა (Hypericum perforatum) ექსტრაქტი ტიტრირებული 0,1% -700 მგ
• ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –2,8მგ
• მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) – 112,8 მგ
მოქმედების მექანიზმი და ეფექტი:
აშვაგანდა
• ადაპტოგენური მოქმედება – ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში
• ამცირებს კორტიზოლის დონეს
• მატონიზირებელი მოქმედება
• აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს ფსიქოემოციური ბალანსის შენარჩუნებას
• ანტიოქსიდანტური მოქმედება , იცავს ტვინის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
• ეხმარება ორგანიზმს ძილის ნორმალიზებაში
კრაზანა
• ბუნებრივი ანტიდეპრესანტი — აძლიერებს სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის დონეს
• ამცირებს შფოთვას, სტრესს და დათრგუნულობას
• ანთებისსაწინააღმდეგო და ნეიროპროტექტორული თვისებები
• აიოლებს ჩაძინების პროცესს
ვიტამინი B6
• აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის (სეროტონინი, GABA, დოფამინი)
• ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
• ამცირებს გაღიზიანებას, გადაღლილობასა და სტრესულ რეაქციებს
მაგნიუმი
• ამცირებს ნერვულ აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი
• მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში
• ხშირად გამოიყენება სტრესით, უძილობითა და დაღლილობით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად
ჩვენებები:
• ფსიქოემოციური გადატვირთვა
• სტრესული მდგომარეობები
• შფოთვა, გაღიზიანება
• პერიოდული დეპრესიული სიმპტომები
• ძილის პრობლემები სტრესის ფონზე
• ყურადღების კონცენტრაციის შემცირება.
მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდირებულია:
1 ტაბ. დღეში 1–2-ჯერ, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.
დოზის განსაზღვრა შესაძლოა ინდივიდუალურად მოხდეს, ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები:
• ინდივიდუალური მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ
• ორსულობა და ლაქტაცია (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით)
• კრაზანას გამო — სხვა მედიკამენტებთან ერთად (განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები, კონტრაცეპტივები, ანტივირუსული და ანტიკოაგულანტები) საჭიროა სიფრთხილე.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
• არ არის რეკომენდებული მზის ინტენსიური ზემოქმედება კრაზანას ფონზე (შესაძლოა ფოტოდერმატიტის რისკი).
• პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე — საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე (არაუმეტეს 25°C-ზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
აფთიაქიდან გაიცემარეცეპტის გარეშე.
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
მწარმოებელი კომპანია:ESI,იტალია