სენსივიტი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

სენსივიტი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი #1

სლოვაკეთი

უნიმედ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - sodium carmellose
შემადგენლობა:
3მგ ნატრიუმის კარმელოზა 1 მლ ხსნარში.

დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, ალფა-ტოკოფერილის აცეტატი-ვიტამინი E, ნატრიუმის ქლორიდი, მაკროგოლგლიცეროლ ჰიდროქსისტეარატი, ვიტამინი A, ბორაქსი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
დამახასიათებელი თვისებები:
SENSIVIT® არის დამარბილებელი და დამატენიანებელი ეფექტის პროდუქტი. იგი ახდენს ცრემლის სამივე შრის (საცრემლე გარსის) სტაბილიზაციას თვალის ზედაპირზე. SENSIVIT® შეიცავს ნატრიუმის კარმელოზას, რომელიც თავისი თვისებების გამო, წარმოქმნის დროებით დამცავ ფენას რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირზე და ამგვარად უზრუნველყოფს საჭირო დამატენიანებელ ეფექტს. ამ გზით SENSIVIT® ასტაბილურებს ცრემლის წყლოვან ნაწილს. შეიცავს ვიტამინ A-ს, რომელიც ცრემლსადენის შიდა ლორწოვან ნაწილის წარმოქმნას უწყობს ხელს. ვიტამინ E-სთან ერთად აუმჯობესებს რქოვანისა და კონიუნქტივიტის კვებას. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები ასევე ხელს უწყობს ცრემლსადენის გარეთა (ლიპიდური) ნაწილს. ამრიგად, ის ხელს უშლის თვალის ზედაპირზე ცრემლის სწრაფად გაშრობას. ამ გზით ცრემლის თხელი ფენა თვალის ზედაპირზე ძლიერდება ან იცვლება სამივე ფენაში. ამიტომაც, ცრემლების დამცავი ეფექტი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

გამოყენება:
SENSIVIT® გამოიყენება არასაკმარისი ცრემლის წარმოქმნის სამკურნალოდ და ყველანაირი თვალის სიმშრალის ფორმის დროს ექიმის რეკომენდაციით. SENSIVIT® შეიძლება გამოყენებული იქნას მდგომარეობის მოთხოვნის შესაბამისად, როდესაც საჭიროა დამცავი დამატენიანებელი ფენა თვალის რქოვანასა და კონიუნქტივაზე.

მიღების დოზა:
თუ ოფთალმოლოგისაგან არ გაქვთ კონკრეტული დანიშნულება, ჩვეულებრივ გამოიყენეთ 1 წვეთი 1-3-ჯერ დღეში კონიუნქტივის არეში. ბავშვებში დოზას ინდივიდუალურად ადგენს ოფთალმოლოგი. პროდუქცია გამოიყენება მოზრდილებში, ახალგაზრდებში და 2 წლის ზემოთ ბავშვებში.

გამოყენების ინსტრუქცია:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ თვალისათვის.
მოხსენით დამცავი თავსაფარი; პაციენტმა თავი უნდა მცირედ გადახაროს უკან, და ჩაიწვეთოს გამოწერილი რაოდენობის წევთები ქვედა კონიუნქტივიტის პარკში პლასტმასის ბოთლზე ხელის მოჭერით. საწვეთური მოარიდეთ თვალზე ან ქუთუთოზე პირდაპირ კონტაქტს. ბოლოს მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი დაბინძრების თავიდან არიდების მიზნით. ბოთლი ინახება ვერტიკალურ პოზიციაში.
აკრძალულია პროდუქციის გამოყენება სახურავზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი წამლის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნიმედ ფარმა
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
ნატრიუმის კარმელოზა
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი