სებამედი - სახის ტონერი ცხიმიანი, კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ასრულებს გაწმენდის პროცესს და ანიჭებს კანს სრულყოფილი სისუფთავის შეგრძნებას. ინტენსიურად ასუფთავებს ფორებს ცხიმისგან და ხელს უშლის შავი წერტილების გაჩენას. ავიწროვებს ფორებს და ხდის კანს ერთგვაროვანს. აღადგენს და ამშვიდებს კანს. აბალანსებს კანის მდგომარეობას, ატენიანებს და აჯანსაღებს.