რუდიფერი ტაბლეტი #30

რუდიფერი ტაბლეტი #30

იტალია

ვალუმედი
პროდუქტის შესახებ
რუდიფერი
საკვები დანამატი
ანემიის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა: 1 ტაბლეტის შემცველობა: ელემენტარული რკინა (Fe2+)-96მგ, რკინის (II) ფუმარატის კომპლექსის სახით; თუთია-10მგ; ფოლიუმის მჟავა-0,5მგ; ვიტამინი C-60მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი.
რკინის ფუმარატი სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური სიმპტომების და ლაბორატორიული მონაცემების გაუმჯობესება.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) ასტიმულირებს ერითროციტებისა და ამინომჟავების სინთეზს. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების ცვლაში. მისი დეფიციტი ორსულობის პირველ ტრიმესტრში იწვევს ნაყოფის განვითარების დეფექტებს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას.
თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოგლობინის, კერძოდ: ჰემის სინთეზში.

ჩვენებები: რკინის ფარული (ლატენტური) დეფიციტი; რკინადეფიციტური ანემია; რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. დაავადებები, რომლებიც ხასიათდება რკინის ჭარბი შემცველობით ორგანიზმში (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი); ჰემოლიზური ანემიები; მეგალობლასტური ანემიები; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).
მიღების წესი და დოზირება: დღიური რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: სამკურნალო საშუალების მიღება დასაშვებია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ვალუმედ ფარმა ს.რ.ლ. (ValueMED pharma S.r.l), იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალუმედი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რკინის ფუმარატი+ფოლის მჟავა+ვიტ ც
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი