პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - LORNOXICAM
მოქმედი ნივთიერება: ლორნოქსიკამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოქსიკამების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ლორნოქსიკამი ....... 4 მგ
1 ტაბ.
ლორნოქსიკამი ...... 8 მგ
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 5 ც.
1 ფლ.
ლორნოქსიკამი ...... 8 მგ
ჩვენებები:
პერორალური ფორმისათვის:
ზომიერი ან მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომი;
ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა ანთებით და დეგენერაციული რევმატული დაავადებების დროს.
პარენტერალური ფორმისთვის (ქსეფოკამის 8 მგ-იანი ფხვნილი განკუთვნილია ინტრავენური ან კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად);
ოპერაციისშემდგომი ტკივილის ხანმოკლე თერაპია;
ლუმბაგო-იშალგიის მწვავე შეტევასთან დაკავშირებული ტკივილის ხანმოკლე თერაპია.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალური მიღება: ზომიერი და გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში რეკომენდებული დოზირებაა 8-16 მგ/დღეში, განაწილებული 2-3 მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 16 მგ.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავამყოფებში, ასევე ასაკოვნებში (65 წელზე მეტი ასაკის) რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 12 მგ, 4 მგ 3-ჯერ დღეში.
ანთებითი და დეგენერაციული რევმატული დაავადებების დროს საწყისი დოზაა 12 მგ.
სტანდარტული დოზა, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შეადგენს 8-16 მგ/დღეში. მიღების ჯერადობა - 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 16 მგ.
საინექციო ხსნარის მომზადებისა და შეყვანის წესი
- საინექციო ხსნარი მზადდება უშუალოდ ხმარების წინ - ხდება ერთი ფლაკონის (ქსეფოკამის 8 მგ ფხვნილი) გახსნა საინექციო წყალში (2 მლ). ხსნარის დამზადების შემდეგ ნემსი უნდა გამოიცვალოს. ინექციები კეთდება კუნთში გრძელი ნემსით.
- ამგვარად მომზადებული ხსნარი შეყავთ ინტრავენურად ან კუნთში ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს ან კუნთში ლუმბაგო/იშალგიის მწვავე შეტევისას.
- ხსნარის ინტრავენური შეყვანის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 15 წამზე ნაკლები, ხოლო კუნთში შეყვანისას - 5 წამზე ნაკლები.
- საწყისი დოზა შეიძლება იყოს 8 ან 16 მგ, 8 მგ-იანი დოზის არასაკმარისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის შემთხვევაში შეიძლება დამატებითად იგივე დოზის შეყვანა.
შემანარჩუნებელი თერაპია: 8 მგ 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს.
პაციენტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით თირკმელებისა ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევით, ხანდაზმულ (65 წელზე მეტ) პირებს, 50 კგ-ზე ნაკლები წონის ავადმყოფებსა და მათ, ვისაც გადატანილი აქვთ ფართო ოპერაციული ჩარევა, ქსეფოკამი ენიშნებათ არა უმეტეს 8 მგ-სა დღე-ღამეში (როგორც პერორალურად, ასევე პარენტერალურად).
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, გულის რევა, ღებინება, იშვიათად - მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, გასტრიტი, ეზოფაგიტი, პეპტიური წყლულები და/ან სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: შესაძლოა გამონაყარი კანზე, ქოშინის და ტაქიკარდიის თანმხლები ჰიპერმგრძელობის რეაქციები.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ძილიანობა, აგზნება, ძილის დარღვევა.
პერიფერიული სისხლის სურათისა და სისხლის შედედების სისტემის მხრივ: იშვიათად ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სისხლდენები ცხვირიდან, ჰემოროიდული სისხლდენები.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად გაძლიერებული ოფლიანობა, შემცივნება, სხეულის წონის ცვალებადობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია,
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად დიზურია.
ამასთანავე ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილას პარენტერალური ფორმისთვის (მაგ: ტკივილი, შეწითლება, ჩხვლეტა, დაჭიმულობა).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
141927