ამვილაბი სახსრების მხარდაჭერა, ხელს უწყობს სახსრების მოქნილობას, სტაბილურობის შენარჩუნებას ყოველდღიური აქტივობისას.
Amvilab - ამვილაბი ქონდროიტინ გლუკოზამინი 150 ტაბლეტი
ამვილაბის ქონდროიტინი, გლუკოზამინი, მსმ - ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აინჰიბირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურის და ფუნქციის რღვევას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს მოძრაობას, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების, ასევე დატვირთვის დროს.
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ.).
მხარ-ბეჭის პერიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი.
ოსტეოქონდროზი.
სპონდილოზი, სპონდილიტი.
ოსტეოპოროზი.
ტრავმისა და მოტეხილობების შემდგომი პერიოდი.
სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა.
მოტეხილობები.
იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე.
სპორტი და ფიზიკური დატვირთვა.
3 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად.