პროტეფიქს - წებო ექსტრა სტრონგი კრემი 47გრ #1
პროტეფიქს - წებო ექსტრა სტრონგი კრემი 47გრ #1

პროტეფიქს - წებო ექსტრა სტრონგი კრემი 47გრ #1

გერმანია

ქვაისერ ფარმა
პროდუქტის შესახებ
Protefix® წებოვან იკრემი

გამოყენების ინსტრუქცია. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ!

მიღების წესი : Protefix® წებოვანი კრემი პროტეზებისათვის ექსტრა ძლიერი .

მიღების წესი და დოზირება: დღიური დოზაა: 0.8 გ-მდე წებოვანი კრემი. გაასუფთავეთ პროტეზი ნებისმიერი ნარჩენებისგან და წაუსვით წყვეტილად თხელი ფენა სველ პროტეზს (ზედა და ქვედა პროტეზის ჩაღრმავებაში, რომელიც ებჯინება ყბას). დააწექით ტუბს ქვედა მესამედთან ახლოს .

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ წაუსვათ Protefix ® წებოვანი კრემი ექსტრა ძლიერი ზედა პროტეზის უკანა ზედაპირზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ Protefix® წებოვანი კრემი ექსტრა ძლიერი ეკონომიურად, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს პროტეზის არასათანადო მიწებება. შემდეგ მოირგეთ პროტეზი და მაგრად დაიჭირეთ რამდენიმე წამით. დაელოდეთ 5 წუთი და საკვები შემდეგ მიიღეთ. წებოვანი კრემი შესამჩნევად არ ცვლის პროტეზის მდებარეობას. კრემისგამოყენების შემდეგ ტუბი კარგად დაკეტეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სანათური იყოს მშრალი და სუფთა, რადგან სითხის ნარჩერნმა შეიძლება გამოიწვიოს წებოვანი კრემის გამყარება. წებოვანი კრემის ნარჩენები მოაშორეთ საკვებ ზეთში დასველებული ბამბის ბურთით. იმ შემთხვევაში თუ ზეთი დარჩა , ის არ იქონიებს გავლენას კრემის წებოვნებაზე. გთხოვთ, უბრალოდ მოაცილეთ ზეთი პროტეზს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობისას გთხოვთ, მიმართოთ სტომატოლოგს.

გაითვალისწინეთშ ემდეგი რჩევა: გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელი ლორწოვანი გარსის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შემადგენლობა: მეთილ ვინილ ეთერის თანაპოლიმერის ნატრიუმის და კალციუმის მარილები, მალეის მჟავის ანჰიდრიდი, კარბოქსილმეთილ ცელულოზა, პარფინი,

ვაზელინი, სილიციუმი, მენთოლი, აზორუბინი, p-ჰიდროქსი-ბენზო მჟავა ს მეთილის ეთერი. არ შეიცავს თუთიას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ქვაისერ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
პროტეფიქსი
ფორმა
კრემი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
47გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი