ომეგატრიბუსი კაფსულა #30

ომეგატრიბუსი კაფსულა #30

იტალია

გრაიკარი
პროდუქტის შესახებ
ომეგატრიბუსი
OMEGATRIBUS

შემადგენლობა: ყოველი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ომეგა-3-პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები 1000მგ (ომეგა-3-მჟავის ეთილის ეთერი, რომელიც შედგება ეიკოზაპენტაენოის მჟავის ეთილ ეთერისგან 350მგ და დოკოზაჰექსანოის მჟავის ეთილეთერისგან 250მგ; ალფა-ტოკოფეროლი 7.5მგ; კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები: ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).; ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში, რეპროდუქტოლოგიაში; თვალი დაავადებები: ასაკობრივი მაკულოდისტროფია, მშრალი თვალის სინდრომი; მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკა (მკურნალობის სხვა სტანდარტულ მეთოდებთან ერთად: სტატინებით, ანტიაგრეგაციული საშუალებებით, ბეტა-ადრენობლოკატორებით, აგფ ინჰიბიტორებით); ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ წნევას; აღადგენს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას; სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები; აუტოიმუნური დაავადებები: წითელი მგლურა, გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა; შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება; კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები.

მიღების წესები და დოზირება: შიგნით მისაღებად, საკვებთან ერთად. კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად. მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია დღე-ღამეში 1 კაფსულის მიღება. ჰიპერტრიგლიცერიდემია: საწყისი დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში. თერაპული ეფექტური მკურნალობის ხანგრძლივობა-არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 კაფსულამდე დღეში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ეგზოგენური ჰიპერტრიგლიცერიდემია (I ტიპის ჰიპერჰილომიკრონემია).
 
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ომეგატრიბუსის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში; გასტროენტერიტი. ნებისმიერი გვერდითი მოვენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცმეული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება: შესაძლებლია გვერდითი მოვლენების გამოვლენა ან მათი გამოხატვის გაძლიერება. რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შიგნით მისაღებ ანუ პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მისი ერთდროული გამოყენებისას-სისხლდენის დროის მომატების რისკი. ომეგატრიბუსის დანიშვნა ვარფარინთან ერთად არ იწვევს რაიმე სახის ჰემორაგიულ გართულებებს. თუმცა ომეგატრიბუსის და ვარფარინის კომბინირებული მიღებისას ან ომეგატრიბუსის მკურნალობის კურსის შეწყვეტისას აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი. არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფიბრატებთან ერთად. არ არის საჭირო დოზის კორექცია იმ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეულია აქვთ თირკმელების ფუნქცია.

გამოშვების ფორმა: 30 ჟელატინის კაფსულა. B სია, ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C არ შეიძლება გაყინვა. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

აღწერა: ჟელატინის გამჭვირვალე რბილი კაფსულა, კაფსულის შიგთავსი-ღია ყვითელი ფერის ზეთოვანი სითხე.

სამკურნალო ფორმა: კაფსულები.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: შელბი ფარმა “Shelby pharma”, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: გრაიკარი “grikar.net” –იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრაიკარი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3) /EPA+DHA/
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი