ოილესენი სპრეი ორალური 1000სე 10მლ #1

ოილესენი სპრეი ორალური 1000სე 10მლ #1

შვეიცარია

ვალენტისი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა:
ვიტამინი D3(ქოლეკალციფეროლი)-1000 ს.ე.(25მკგ)

D ვიტამინის წყარო
OILESEN ვიტამინი D, 1000 - ეს პროდუქტი განკუთვნილია დამატებითი D3 ვიტამინის უზრუნველსაყოფად ზრდასრულთათვის, მათ შორის, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ სახლიდან გასვლას და გაურბიან მზეზე ყოფნას.
ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას, კუნთების და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე, კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას/ათვისებას.
ვიტამინი D საჭიროა ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.
ვიტამინი D ხელს უწყობს დაცემის რისკის შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია პოსტურალურ არასტაბილურობასთან და კუნთების სისუსტესთან. დაცემა წარმოადგენს ძვლის მოტეხილობის რისკ-ფაქტორს 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებსა და ქალებში. სასურველი ეფექტი მიიღწევა 20 მკგ D ვიტამინის ყოველდღიური მიღებით ყველა წყაროდან.

OILESEN ვიტამინი D 1000 პერორალური სპრეი იძლევა D ვიტამინის უშუალოდ პირში (ენის ქვეშ ან ლოყის შიდა მხარეს) შესხურების შესაძლებლობას სწრაფი შეწოვის ეფექტით. ეს ძალზე მოსახერხებელია, რადგანაც არ არის საჭირო პერორალური სპრეის მიღება საკვებთან ერთად და შეგიძლიათ შეისხუროთ იგი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
შემადგენლობა:
საშუალო- ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები (MCT ზეთი), მარწყვის ბუნებრივი არომატიზატორი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3-მიღებული ატლანტიკის ოკეანის ორაგულის ღვიძლისგან), ანტიოქსიდანტი - ალფა-ტოკოფეროლი.
რა იწვევს D ვიტამინის დეფიციტს მოზრდილებში?

გენეტიკური ფაქტორების გარდა, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი.
კვებითი ჩვევები. D ვიტამინით მდიდარი საკვების არასაკმარისი მოხმარება.
მზის შუქის დეფიციტი. კანში არსებული D ვიტამინის რაოდენობა ყოველთვის არ არის საკმარისი. ზამთარში მზის ნაკლებობა, ზაფხულში მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და სახლში დარჩენა ხელს უშლის კანში D ვიტამინის ადექვატური რაოდენობის სინთეზირებას.

სხეულის ზოგიერთი ფუნქციის გარკვეული დარღვევები.
რეკომენდებული მიღება:
მოზრდილები, მათ შორის 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები, იღებენ დღეში 1 დოზას უშუალოდ პირის ღრუს ლორწოვან ზედაპირზე (ენის ქვეშ ან ლოყის შიგნით). გამოყენებამდე პრეპარატი უნდა შეანჯღრიოთ.

არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.

შენახვის წესი:
დაიცავით სიცხისა და ტენისგან; არ შეინახოთ 25 რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვალენტისი
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/
დოზა
1000სე
ფორმა
სპრეი ორალური
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი