შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს: Oxalobacter formaigenese 700 million cfu Lactobacillus acidophilus 400 million cfu Lactobacillus rhamnosus 300 million cfu Bifidobacterium lactis 300 million cfu Fructooiligosaccharides 100 mg
ჩვენება: ოქსიჩეკის კაფსულა რეკომენდებულია კრისტალური მარილების შესამცირებლად და კონკრემენტის დასაშლელად, რომლებისგანაც წარმოიქმნება თირკმლის ქვები. ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას. ოქსალატის კრისტალები თირკმლის ქვების განვითარების ხშირი მიზეზია. ეს პრობიოტიკები შლიან ოქსალატის კრისტალებს, რომლებიც წარმოიქმნება თირკმელებში. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium Lactis, მოქმედების მექანიზმი გამოიხატება- შარდში ოქსალატის ექსკრეციის შემცირებით (ჰიპეროქსალურია).Oxalobacter formigenes -ს და Lactobacillus rhamnosus ააქტიურებს ოქსალ-დეკარბოქსილაზას ფერმენტს , რითაც ამცირებს ნაწლავში ოქსალატის რაოდენობას . ამრიგად, Nut raGrow Oxycheck-ის კაფსულები ამცირებს შარდში ოქსალატის გამოყოფას, რაც წარმოადგენს თირკმლის კენჭების წარმოქმნის დიდ რისკფაქტორს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ სიფრთხილით გამოიყენეთ:ნაწლავის გაუვალობის , ვაგინალური ან საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს. სიფრთხილით ინიშნება ფენილკეტონურიის ან დიაბეტის დროს. შეატყობინეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკებს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ან სტეროიდებს, ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას, ან ხართ ორსული.
გამოყენების წესი: მიიღეთ 1-2 კაფსულა დღეში ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შენახვის ვადა: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება გრილ და მშრალ ადგილას 25 C მდე ტემპერატურაზე.