ნუქსი - HP სახე/ტანი/თმის ზეთი ბზინავი 50მლ
ნუქსი - HP სახე/ტანი/თმის ზეთი ბზინავი 50მლ

ნუქსი - HP სახე/ტანი/თმის ზეთი ბზინავი 50მლ

საფრანგეთი

ლაბ. ნუქსი

ნუქსი – HP ბზინავი ზეთი კვებავს და არბილებს სახესა და სხეულს, ხსნის სიმშრალეს, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და თმას ანიჭებს ელასტიურობასა და ბზინვარებას.

პროდუქტის შესახებ
  • მრავალფუნქციური მოვლა
  • ნებისმიერი ასაკისათვის
  • ყველა ტიპის კანისა და თმისათვის



ძირითადი მოქმედების ეფექტი

  • სახე: კვებავს და ხსნის სიმშრალეს. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და მისი 1 წვეთიც კი საკმარისია, რომ 90 %-ით გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები
  • ტანი: კვებავს და არბილებს. ამცირებს და იცავს კანს სიმშრალისგან გამოწვეული ნებისმიერი ხარვეზისაგან
  • თმა: ანიჭებს ელასტიურობას 104 %-ით, აღადგენს მთელ სიგრძეზე 87 %-ით, არბილებს 71 %-ით



დამატებითი მოქმედების ეფექტი

  • კანსა და თმას ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას გაცხიმიანების გარეშე



გამოყენების წესი

  • სახეზე: დაიტანეთ ნაზი მოძრაობთ ცენტრიდან სახის კონტურებისაკენ დამოუკიდებლად ან ძირითად კრემთან შერევით
  • ტანზე: დაიტანეთ სხეულზე წრიული მასაჟისებური მოძრაობებით, ასევე შესაძლებელია მისი აბაზანაში დამატებაც
  • თმაზე: დაისხურეთ მცირე რაოდენობით ხელისგულებზე და წაისვით თმის სიგრძეზე ზემოდან ქვემოთ. ინტენსიური ეფექტისათვის კვირაში ორჯერ გამოიყენეთ როგორც თმის ნიღაბი (გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ)



შემადგენლობა

  • შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ცივი დაწურვით მიღებულ მცენარეულ ზეთებს: მაკადამიას ზეთი – მკვებავი, თხილის ზეთი – სიგლუვის ეფექტით, არგანის ზეთი – აღმდგენი, იშვიათი ყვავილის ცუბაკის ზეთი – ინტენსიური მკვებავი და დაბერების საწინააღმდეგო, ტკბილი ნუშის ზეთი – დამარბილებელი, კამელიას ზეთი – დამატენიანებელი, ბორაგოს ზეთი – ნაოჭების საპრევენციო
  • ვიტამინი E – ანტიოქსიდანტური მოქმედებით (გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს კანსაც და ზეთებსაც)
  • დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავები – მკვებავი, აღმდგენი, დამცავი ეფექტით (აუმჯობესებენ ჰიდროლიპიდური შრის მუშაობას, აძლიერებენ უჯრედშორის ცემენტს, ზრდიან სითხის რაოდენობას უჯრედოვან მემბრანაში)
  • ოქროსფერი მბზინავი ნაწილაკები – დეკორატიული ეფექტისათვის
  • არ შეიცავს სილიკონს, კონსერვანტებსა და მინერალურ ზეთებს
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნუქსი
ქვეყანა
საფრანგეთი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი