ჩვენებები: • შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი). • თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), შარდის ბუშტის კენჭები. • “ნეფროზული სინდრომი”. • არტერიული ჰიპერტენზია. • II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად) • ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები. გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ ნოვანეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ნოვანეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზირება: ნოვანეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.