გამოიყენება ყურებში ხმაურის, სმენის დაქვეითების, სმენის პრობლემების დროს ვირუსული დაავადებების შემდგომ.
სმენის დაქვეითება, ასაკობრივი სმენის გაუარესება, სმენის პრობლემები ვირუსული დაავადებების, ყურის ანთებისა და სხვა პათოლოგიების გადატანის შემდეგ, ტინიტუსი (ხმაური ყურებში).
ტონის სპეციალური კომპლექსი ავსებს ორგანიზმს ნივთიერებებით, რომელთა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის გაუარესება, აძლიერებს პერიფერიულ მიკროცირკულაციას, აძლიერებს კაპილარულ და სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ტინიტუსს -ყურებში ხმაურს, შიდა ყურის გაღიზიანებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს კარგი სმენის შენარჩუნებაში.
წიწიბურას ექსტრაქტი - ბიოფლავონოიდი რუტინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც ზრდის შუა ყურის სისხლძარღვების ელასტიურობას და აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას. მოცვის ექსტრაქტი - აუმჯობესებს შუა ყურის სითხის მიკროცირკულაციას. სვიის ექსტრაქტი - ამცირებს შუა ყურის გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს სმენით მგრძნობელობას. გინკო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი - შეიცავს 24 % ფლავონოიდებს (19,2 mg flavon) და 6 % ტერპენ ლაქტატს (4,8 mg terpeno laktonų), იგი უზრუნველყოფს ნორმალურ პერიფერიულ სისხლისმიმოქცევას. ალპინია გალანგას ფესვის ექსტრაქტი - აუმჯობესებს სმენის ხარისხს. ნიაცინი (B3) - ხელს უწყობს ნერვული სისტების ნორმალურ ფუნქციონირებას. მაგნიუმი და კალიუმი - აუცილებელია ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებისთვის, ნიაცინთან ერთად განაპირობებენ სმენის ორგანოებში ნერვული დაბოლოებების ჯანსაღ ფუნქციობას და ადამიანის ფსიქოლოგიური ბალანსის წონასწორობას.
რეკომენდებულია 14 წლიდან, 2 აბი დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.