ნიუ ნორდიკი პროსტავიტალი ტაბლეტი #60

ნიუ ნორდიკი პროსტავიტალი ტაბლეტი #60

შვედეთი

ნიუ ნორდიკი

გამოიყენება შარდ-სასქესო ტრაქტის პრობლემების, მათ შორის რეპროდუქციული პათოლოგიების, მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.

პროდუქტის შესახებ

ნიუ ნორდიკი პროსტავიტალი

შემადგენლობა:

2 აბი შეიცავს:

გოგრის თესლის ექსტრაქტი (Cucurbita pepo, L) 4:1 500 მგ; ფრანგული ზღვის ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი(Pinus pinaster, aiton) 250 მგ; ალპური გალანგას ექსტრაქტი(Alpinia galanga, L) 200 მგ; ქლიავის ქერქის ექსტრაქტი (Prunus domestica, L), 5:1 180 მგ; პომიდვრის ქსტრაქტი (Lycopersikum esculentum, L), 1% ლიკოპენი 130 მგ; კურკუმას ექსტრაქტი (Curcuma Longa, L), 40% კურკუმინოიდი 100 მგ; პომელოს ექსტრაქტი (Citrus grandis, L) 40% ნარინგენინი 80 მგ; გრძელი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი (Piper longum, L), 7:1 10 მგ; ლავანდის ეთერზეთი (Lavendula augustifolia. Mill ) 10 მგ; შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი(Piper nigrum, L), 40% პიპერინი 4 მგ; ნატურალური ლიკოპენი 2,5 მგ; ნიაცინი(B3) 32 მგ; ფოლიუმის მჟავა (B9) 200 მკგ; ვიტამინი В1 5 მგ; ბიოტინი (B7) 50 მკგ; პანტოტენის მჟავა (B5) 10 მგ; ვიტამინი К2 45 მკგ; ვიტამინი В6 6 მგ ; ვიტამინი D3 10 მკგ (400სე); ვიტამინი В2 4 მგ; ვიტამინი В12 9 მკგ;


ჩვენება:

​პროსტატიტი, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ჩივილები: ღამით ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს, ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში- მენჯის ღრუში, ლიბიდოს დაქვეითება. პროსტატის ადენომის პრევენცია და კომპლექსური თერაპია; შარდ-სასქესო ტრაქტის პრობლემები, მათ შორის რეპროდუქციული პათოლოგიებისას, მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს როგორც ახალგაზრდა, ასევე, ხანდაზმულ მამაკაცებში.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მხარს უჭერს და აუმჯობესებს წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ფუნქციობას;ამცირებს ადენომის რისკს და პროსტატის ჰიპერპლაზიას; ხსნის პროსტატიტით და ადენომით გამოწვეულ შემაწუხებელ ჩივილებს; ხელს უწყობს მამაკაცის საშარდე სისტემის ჯანსაღ ფუნქციობას; მატებს ლიბიდოს დადებითად მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ სტატუსტზე; ხელს უწყობს სასქესო უჯრედების უჯრედების რეგენერაციის/ განახლების პროცესს; ახდენს ასაკის მატებით გამოწვეული მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების დაავადებათა პრევენციას;


ფარმაკოლოგიური თვისებები:

მამაკაცური ჯანმრთელობისთვის ექსკლუზიურად შექმნილი შვედურ პროდუქტს ანალოგი არ ყავს, იგი წარმოდგენილია 10 სპეციალურად შერჩეული მცენარეული ექსტრაქტის, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსით. მცენარეული ექსტრაქტები: გოგრის თესლი, ლიკოპინი, პამელოს ექსტრაქტი და სხვა ხელს უწყობს პროსტატის ჯირკვლის გამართულ ფუნქციობას, განსაკუთრებით, ეწინააღმდეგება ადენომის განვითარებასა და შემდგომ ჰიპერპლაზიას, აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარისხსა და რაოდენობას, ლიბიდოს და სხვა მამაკაცურ პრობლემებს. გოგრის თესლი, შეიცავს თუთიას, რომელიც აუცილებელია ტესტოსტერონის წარმოებისთვის და სპერმის ფორმირებისთვის, ასევე ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ვიტამინი E და სელენი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს სპერმის წარმოებასა და მოძრაობაში ეხმარება. ლიკოპინი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს დამახასიათებელი ინჰიბიტორული ეფექტი ოქსიდაციურ სტრესზე, ანთებაზე, უჯრედების პროლიფერაციაზე, გოგრის თესლი ლიკოპინთან ერთად იცავს სპერმას ოქსიდაციური სტრესისაგან. ქლიავის ქერქის, ფიჭვის ქერქის, პომელოს, კურკუმას ბუნებრივ ექსტრაქტებთან ერთად პროსტატიტის აღნიშნულ მცენარეებს აქვთ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური, ანტიოქსიდაციური, ანტიბაქტერიული და პათოლოგიური უჯრედების პროლიფერაციის შემაფერხებელი მოქმედება. რაც შეეხება ვიტამინებსა და მინერალებს სპეციალურადაა შერჩეული პროსტატიტის პრობლემებით გამოწვეული ჩივილებისა და შარდ-სასქესო სისტემის გამართული ფუნქციობის მხარდასაჭერად. ვიტამინები D, ფოლიუმის მჟავა და ა.შ განაპირობებენ ჯანსაღი უჯრედების გამრავლების პროცესს და მამაკაცური ჯანმრთელობის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.


დოზირება:

რეკომენდებულია 18 წლიდან, 2 აბი დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.


შენახვა:

​ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნიუ ნორდიკი
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
გოგრის ზეთი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი