გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნის, წონის კონტროლის დროს.
გამოიყენება სხეულის წონის კონტროლისთვის, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისა და ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნისთვის.
ვაშლის ძმრის მაღალკონცენტრირებული, მაღალი ბიოათვისების მქონე ტაბლეტები არტიშოკის, ბაბუაწვერასა და ქოლინის შემცველობით. ხელს უწყობს ცხიმების წვის, საჭმლის მონელების, სხეულის სითხის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებისა და წონის კლების პროცესს.
ვაშლის ძმრის ექსტრაქტი 600 - აძლიერებს ცხიმების წვის პროცესს ბუნებრივი მეტაბოლიზმის გაძლიერებით. არტიშოკი ასტიმულირებს ღვიძლის აქტივობას და ნაღვლის გამოყოფას, რაც აუცილებელია ცხიმების დაშლის პროცესში. ბაბუაწვერას ექსტრაქტი - ხელს უწყობს ჭარბი სითხის სწრაფ გამოდევნას ორგანიზმიდან, არის ეფექტური შარდმდენი საშუალება. ქოლინი - ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციების და ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ნორმალიზებას.
რეკომენდებულია 18 წლიდან, საკვების მონელების ხელშეწყობისა და წონის მატების პრევენციისთვის 1 აბი დილით, საუზმის დროს, დიეტოთერაპიისა და წონაში კლების მიზნით 1 აბი 2-3 ჯერ დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.