ნენი - რძე 2 /6თვ+/ 400გრ #1
ნენი - რძე 2 /6თვ+/ 400გრ  #1

ნენი - რძე 2 /6თვ+/ 400გრ #1

ახალი ზელანდია

ბიბიკოლი
პროდუქტის შესახებ
ნატურალურ თხის რძეზე დამზადებული ადაპტირებული მშრალი, შემდგომი რძის ნარევი НЭННИ (ნენი)2 პრებიოტიკებით, ბავშვებისთვის 6 თვიდან

მნიშვნელოვანია: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის უპირატესია ძუძუთი კვება. თუ აუცილებელია რძის ნარევის გამოყენება გაითვალისწინეთ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვი უზრუნველყოთ საუკეთესო ხარისხის საკვებით. ნებისმიერი ნარევის გამოყენებისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ნენი 2 პრებიოტიკებით არ შეიძლება გამოიყენოთ 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვები 6 თვის ზევით რძის ნარევთან ერთად უნდა ღებულობდნენ დამატებით საკვებს.

ინგრედიენტები: მშრალი თხის რძე *, ლაქტოზა, მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის, კანოლის, ქოქოსის, მზესუმზირის ზეთი ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობით. ანტიოქსიდანტები [მზესუმზირის ლეციტინი, ტოკოფეროლების ნარევი]), მალტოდექსტრინი, პრებიოტიკული კომპლექსი Orafti® Synergy 1 (ინულინი, ოლიგოფრუქტოზა), ზღვის თევზების ინკაფსულირებული ცხიმი(დოკოზაჰექსაენის მჟავა, ეიკოზოპენტოზის მჟავა), მინერალური ნივთიერებები(ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, სპილენძი,თუთია, იოდი, მანგანუმი,სელენი), Mortierella alpina–ს (არაქიდონის მჟავის წყარო) ინკაფსულირებული ცხიმი, ვიტამინები(C, ქოლინი, E, PP, D, A, პანტოთენის მჟავა, B1, L–კარნიტინი, B12, K, B6, B2, ფოლის მჟავა, ბიოტინი), მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), ტრიფტოფანი, ტაურინი.

მომზადების წესი:
ნარევის მომზადების წინ კარგად დაიბანეთ ხელები და გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა.
ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და შეაგრილეთ 36–40⁰C –მდე. კვების ცხრილის შესაბამიდსად ჩაასხით საჭირო რაოდენობის ადუღებული და შეგრილებული წყალი.
კვების ცხრილის შესაბამისად დაამატეთ საჭირო რაოდენობის ფხვნილი. დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი. დაახურეთ ბოთლს თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. ნარევი მზად არის გამოყენებისთვის.
მაჯის ქვედა ზედაპირზე დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. ნარევი ოდნავ თბილი უნდა იყოს ხელთან შედარებით.

ყურადღება:
•გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული კოვზი. დაამატეთ მკაცრად მხოლოდ 1 საზომი კოვზი(4,5გ) ფხვნილი 30 მლ წყალს ბოთლში.
•ნარევი მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ.
•არ შეინახოთ ბოთლში დარჩენილი საკვები შემდეგი კვებისთვის.
•აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ მომზადებული ნარევი გააგრილეთ წყლის ნაკადით და შეინახეთ მაცივარში 4 ⁰C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 12 საათისა.
•არ გაათბოთ ნარევი მიკროტალღურ ღუმელში.
•ნარევის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ანადუღარი წყალი.
•არასდროს დაამატოთ შაქარი ან ბურბუშელა.
•ქილა(გაუხსნელი/გახსნილი) უნდა შეინახოთ +10 ⁰C დან +25 ⁰C მდე ტემპერატურისა და 50% ტენიანობის პირობებში. არ შეინახოთ ქილა მაცივარში. არ დადოთ ქილა მზის პირდაპირი სხივების და მაღალი ტემპერატურის პირობებში. გახსნილ ქილას მჭიდროთ დაახურეთ თავსახური და შიგთავსი გამოიყენეთ არა უმეტეს 4 კვირისა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიბიკოლი
ქვეყანა
ახალი ზელანდია
ჯენერიკი
რძე!
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
400გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი