ენერგიის გამომუშავება, ნერვული სისტემის მხარდაჭერა, უჯრედული დაცვა, მხედველობისა და კანის ჯანმრთელობა.
შემადგენლობა: რიბოფლავინი (ვიტამინი B-2) 100 მგ
პროდუქტის აღწერა:
NOW FOODS-ის Vitamin B-2 (რიბოფლავინი) არის B ჯგუფის ვიტამინების ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის.
იგი მოქმედებს როგორც კოფაქტორი მრავალი ფერმენტული რეაქციისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ენერგიად გარდაქმნის პროცესში.
პროდუქტი არის ვეგანური, არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს (Non-GMO) და დამზადებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით.
ჩვენება:
ენერგიის გამომუშავება - ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით.
ნერვული სისტემის მხარდაჭერა - მონაწილეობს ნერვული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
უჯრედული დაცვა - რიბოფლავინი აუცილებელია უჯრედების რეგენერაციისა და ზრდის პროცესებისთვის.
მხედველობისა და კანის ჯანმრთელობა - ხელს უწყობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
დოზირება: 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
შენიშვნა: ვიტამინი B-2-ის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის შეფერილობა მკვეთრ ყვითელ ფერად, რაც სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას გახსნის შემდეგ.
გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ორსულობის, ლაქტაციის ან მედიკამენტების მიღებისას.
შენახვის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
მწარმოებელი: NOW FOODS, USA
იმპორტიორი: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი, გ. ქუჩიშვილის ქ. 20
ტელ: +995 322 42 30 88