ნანი - რძე პრენან FM85 დღენაკლული ბავშვებისთვის /0თვ+/ 1გრ #72
ნანი - რძე პრენან FM85 დღენაკლული ბავშვებისთვის /0თვ+/ 1გრ  #72

ნანი - რძე პრენან FM85 დღენაკლული ბავშვებისთვის /0თვ+/ 1გრ #72

შვეიცარია

ნესტლე
პროდუქტის შესახებ
ინგრედიენტები: რძის შრატის ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ცილა, მალტოდექსტრინი, მცენარეული ცხიმების ნარევი (საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, რაფსის დაბალერუკული ზეთი), კალციუმის გლიცეროფოსფატი, ორთოფოსფორის მჟავის კალციუმის მარილი (კალციუმის ფოსფატი), თევზის ცხიმი, ვიტამინი C ( ნატრიუმის L-ასკორბატი), მაგნიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ქოლინის ბიტარტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, რკინის (II) სულფატი, ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი), ინოზიტი, D-ბიოტინი, L-კარნიტინი, თუთიის სულფატი, ტაურინი, ნიაცინი (ნიკოტინამიდი), პანთოტენის მჟავა (კალციუმის D-პანთოტენატი), ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი), ვიტამინი B12 (ციანკობალამინი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი), სპილენძის სულფატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ფოლიუმის მჟავა, კალიუმის იოდიდი, მანგანუმის სულფატი, ანტიმჟანგველი ლიმონმჟავა (E 330), ვიტამინი K (ფიტომენადიონი), ნატრიუმის სელენატი, ვიტამინი D (D3 ქოლეკალციფეროლი).

შენახვის პირობები: სურსათი შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში.

მომზადების ინსტრუქცია:
ყოველთვის დაიბანეთ ხელები ბავშვის საკვების მომზადების წინ.
1.ყოველი ხელსაწყო კვებისათვის (ბოთლი, შპრიცი ან კონტეინერი ზონდით კვებისთვის) მომზადებული უნდა იყოს ინდივიდუალურად უშუალოდ ბავშვის კვების წინ.
2.თუ თქვენ იყენებთ გაყინულ დედის რძეს, გამოყენების წინ აუცილებელია მისი თანდათანობითი გალღობა მაცივარში (4OC–ზე ნაკლებ ტემპერატურაზე). არ გამოიყენოთ გასადნობად მიკროტალღოვანი ღუმელი და არ გაალღოთ დედის რძე ოთახის ტემპერატურაზე!
3.გულდასმით შეანჯღრიეთ და აურიეთ დედის რძე მისი გადასხმის წინ კვებისათვის განკუთვნილ ჭურჭელში.
4.გასამდიდრებლად კვების ჭურჭელში ჩაასხით დედის რძის მხოლოდ აუცილებელი რაოდენობა.
5.გამამდიდრებელთან შერევის წინ საჭიროა დედის რძის შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე. არ გამოიყენოთ მიკროტალღოვანი ღუმელი მოსამზადებლად და გასათბობად!
6.აიღეთ პროდუქტის ერთი პაკეტი 1 გ ფხვნილით სტანდარტული გამდიდრებისთვის. დაამატეთ PreNAN® HMF დედის რძის გამამდიდრებლის საჭირო რაოდენობა თბილი (35-400C) დედის რძის შესაბამის საჭირო რაოდენობას, სტანდარტული გამდიდრების ინსტრუქციების შესაბამისად (1 გ 25 მლ დედის რძეზე), ან დაამატეთ სპეციალურად გამოთვლილი რაოდენობა სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით.
7.დახურეთ კვებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი და ფრთხილად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.
8.კვების შემდეგ დარჩენილი გამოუყენებელი გამდიდრებული დედის რძე უნდა იყოს განადგურებული.
9.გახსნილი პაკეტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ ან განადგურდეს.
10. ზონდით კვებისას: გამდიდრებული დედის რძის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებიდან 4 საათის განმავლობაში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნესტლე
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
რძე!
რაოდენობა შეფუთვაში
72
მოცულობა
1გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი