პროდუქტის შესახებ
ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი,შრატის ცილა, ცხიმგაცლილი რძე, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის ზეთი, დაბალერუკული რაფსის ზეთი, პალმის ოლეინი, ზეთები კრიპტეკოდიუმ კოხნიადან და მორტიერელა ალპინადან), კალციუმის ფოსფატი, კალიუმის ციტრატი, კალციუმის ციტრატი, სოიოს ლეციტინი, L-ჰისტიდინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ვიტამინები (L-ნატრიუმის ასკორბატი (C), DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (E), ნიკოტინამიდი (PP), თიამინის მონონიტრატი (B1), რეტინოლის აცეტატი (A), პირიდოქსინი (B6), რიბოფლავინი (B2), ფოლიუმის მჟავა (B9), D3 ქოლეკალციფეროლი (D), ფილოქინონი (K), კალციუმის D-პანტოთენატი (B5), ციანკობალამინი (B12), D-ბიოტინი (B7)), მაგნიუმის ქლორიდი, L-არგინინი, L-ცისტინი, ტაურინი, რკინის სულფატი, ქოლინი, ნუკლეოტიდები, თუთიის სულფატი, ინოზიტი, L-კარნიტინი, სპილენძის სულფატი, კალიუმის იოდიდი, კალიუმის ქლორიდი, ლაქტოზა, ნატრიუმის სელენატი. შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით.
გაფრთხილება: ნარევი ყოველთვის მოამზადეთ მხოლოდ ერთი კვებისთვის. მომზადებული ნარევი გამოიყენეთ მაშინათვე, ზუსტად მიჰყევით ინსტრუქციებს. კვების შემდეგ ბოთლში დარჩენილი ნარევი არ ექვემდებარება შენახვას და უნდა განადგურდეს. კვების დროს მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს.
მომზადების წესი:
1. სანამ შეუდგებოდეთ ბავშვის ნარევის მომზადებას, დაიბანეთ ხელები.
2.გულდასმით გარეცხეთ ბოთლი, საწოვარა და სახურავი, რათა მათზე არ დარჩეს რძის კვალი.
3.ადუღეთ ისინი 5 წუთის განმავლობაში. გადააფარეთ გამოყენებამდე.
4. ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გააგრილეთ 37 C ტემპერატურამდე.
5.კვების ცხრილის მიხედვით, ჩაასხით ანადუღარ ბოთლში თბილი წყლის ზუსტი რაოდენობა.
6. გამოიყენეთ მხოლოდ ქილაში არსებული არა გადავსებული საზომი კოვზი. 7.კვების ცხრილის მიხედვით, დაამატეთ ფხვნილის საზომი კოვზების ზუსტი რაოდენობა თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისად.
8. გამოყენების შემდეგ მოათავსეთ საზომი კოვზი შვერილზე ქილაში, როგორც ეს ნაჩვენებია ინსტრუქციაში.
9. ანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილის სრულ გახსნამდე.
10. ნარევის მომზადების შემდეგ ფხვნილიანი ქილა მჭიდროდ დახურეთ და შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას.
გახსნამდე და გახსნის შემდეგ სურსათი შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 75%-ს. გახსნის შემდეგ სურსათი გამოიყენეთ 3 კვირის განმავლობაში. მაცივარში შენახვა არ არის რეკომენდებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
120946