მულტიკომპლექსი კალიუმი+მაგნიუმი ტაბლეტი #90
მულტიკომპლექსი კალიუმი+მაგნიუმი ტაბლეტი #90

მულტიკომპლექსი კალიუმი+მაგნიუმი ტაბლეტი #90

იტალია

ესი
პროდუქტის შესახებ
მულტიკომპლექსი კალიუმი+მაგნიუმი

შემადგენლობა: 2 ტაბლეტში/დღეღამური დოზა
კალიუმი 300 მგ
მაგნიუმი 250 მგ
ქლორი 273 მგ

რეკომენდებულია, როგორც მაგნიუმისა და კალიუმის დამატებითი წყარო, რომელიც ხელს უწყობს გულის ეფექტურ ფუნქციონირებას, მათ შორის რიტმის დარღვევის შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, კალიუმის და მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრას, კუნთების სპაზმისა და კრუნჩხვების მოხსნას.

მაგნიუმი წარმოადგენს ყველა უჯრედისა და ქსოვილის ფერმენტების უნივერსალურ ბიოქიმიურ რეგულატორს. ის პასუხისმგებელია სხეულის თხევად გარემოში იონური ბალანსის შენარჩუნებაზე, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, შემადგენელი კომპონენტია ფერმენტების, რომლებზეც დამოკიდებულია ნახშირწყლებისა და ფოსფორის მეტაბოლიზმი და შესაბამისად აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის.

კალიუმი არის ორგანიზმში წყალ- მარილოვანი ცვლის და სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რეგულატორი. ფერმენტების: აცეტილტრანსფერაზას, ჰექსოკინაზას, ამინოაცილტრანსფერაზას აქტივაციით კალიუმი მოქმედებს კუნთების ტონუსზე (კერძოდ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის კუნთის ფუნქციონირებაში), მონაწილეობს ნერვული იმპულსების გამტარობაში, ინარჩუნებს ნორმალურ ოსმოსურ წნევას . კალიუმი გვარიდებს ინსულტს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ოსტეოპოროზს და საშარდე გზებში კენჭების ჩამოყალიბებას.

პრეპარატი მულტიკომპლექსი კალიუმი+მაგნიუმი სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებისადმი აუტანლობის დროს, თირკმელების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობისას, ჰიპერკალიემიის, ჰიპერმაგნიემიის , წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის, მიასთენიის, მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტონიისას. შედარებით უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი.

მიღების რეჟიმი: 1ტაბლეტი 2 ჯერ დღეში
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ესი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მაგნიუმი+კალიუმი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
90
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი