შემადგენლობა: ლაქტოზა, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, რძემჟავა, ალოეს (Aloe barbadensis) ფოთლის ექსტრაქტი*, ასკორბინის მჟავა. ძირითადი ინგრედიენტი 2QR-კომპლექსის ფხვნილი*: ალოეს (Aloe barbadensis) ფოთლის ექსტრაქტისგან მიღებული.
ჩვენებები: მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი საშოს ოპტიმალური ჰიგიენისთვის გამოყენების სარგებელია: – უზრუნველყოფსსაშოსსუფთა, ეფექტურ და ნაზ გამორეცხვას; – მისი სპეციალური სარქველი შეუძლებელს ხდის სითხის უკან შეწოვას, ამცირებს წნევის დაგროვებას და ქმნის იდეალური გამორეცხვის ეფექტს; – ერგონომიული სარეცხი მოწყობილობაა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პოზიციაში. ადამიანის ინტიმურ ჯანმრთელობას დროდადრო ყურადღების მიქცევა ესაჭიროება. მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი და ტაბლეტები იდეალურია ზოგადი ვაგინალური ჰიგიენისთვის, მაგრამ ძირითადად გამოიყენება დისკომფორტის დროს, როგორიცაა ჭარბი გამონადენი ან უსიამოვნო სუნი, ქავილი, გაღიზიანება და წვის შეგრძნება. ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზირება: 1. შეავსეთ მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი ნელთბილი წყლით ფლაკონზე გამოსახული ხაზების დონემდე; 2. გატეხეთ ერთი მულტი-ჯინ ტაბლეტი და დაამატეთ წყალში; 3. მოარგეთ აპლიკატორი ბოთლს და დაელოდეთ სანამ მულტი-ჯინ ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება და შეწყვეტს შუშხუნს; 4. აპლიკატორი ნაზად მოათავსეთ საშოში; 5. სითხე გამოწურეთ ბოთლიდან ბოლომდე. ნორმალურია, რომ სითხის გარკვეული რაოდენობა დარჩეს ბოთლში* 6. მოხსენით ბოთლს აპლიკატორი და კარგად გარეცხეთ თბილი წყლით. დატოვეთ გასაშრობად (სასურველია მშრალ ადგილას). *სითხის რაოდენობა საკმარისია საშოს გასაწმენდად.
განსაკუთრებული მითითება - მუდმივი ან განმეორებითი ვაგინალური ჩივილების შემთხვევაში, ყოველთვის მიმართეთ ექიმს; - მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება; - არასოდეს გამოიყენოთ მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპისთვის მდუღარე წყალი და არ გაწმინდოთ მდუღარე წყლით, ბოთლი განიცდის დეფორმაციას; - მულტი-ჯინ ტაბლეტები შეინახეთ ორიგინალურ ტუბში მშრალ ადგილას.
ორსულობა და ლაქტაცია თუ გეგმავთ ორსულობას, რეკომენდებულია არ გამოიყენოთ მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპი სქესობრივ აქტამდე 3 დღე. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მულტი-ჯინ ვაგინალური შხაპთან დაკავშირებით უკუჩვენებები არ არის ცნობილი. გამოყენების შესაძლებლობა განიხილეთ თქვენს ექიმთან.
შენახვის პირობები შხაპის მოსამზადებელი ტაბლეტები შეინახეთ 10-25რC-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა). შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.