მონურალი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3გრ პაკეტი #1
მონურალი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3გრ პაკეტი #1

მონურალი გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად 3გრ პაკეტი #1

შვეიცარია

ზამბონი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - fosfolipids
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფოსფონის მჟავას წარმოებულების ჯგუფის ანტიბიოტიკები

შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება – ფოსფომიცინის ტრომეტამოლს 3,754გრ ან 5,631გრ (ექვივალენტური 2,0 გრ ან 3,0გრ ფოსფომიცინის);
დამხმარე ნივთიერებები: მანდარინის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, საქარინი, საქაროზა.
აღწერილობა: თეთრი ფერის გრანულები მანდარინის სუნით

ჩვენებები
• მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის გამწვავება;
• ბაქტერიული არასპეციფიური ურეთრიტი;
• უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულობისას;
• საშარდე გზების ოპერაციის შემდგომი ინფექციები;
• შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად.
გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეღამეში, ჭამამდე 2სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ, ძილის წინ, დაცლილ შარდის ბუშტზე.
მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი (3გ) ერთჯერადად დღეღამეში.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური პროცედურების დროს საჭიროა მონურალის ორჯერადი დოზის მიღება: 3სთ-ით ადრე ქირურგიულ ან დიაგნოსტიკურ ჩარევამდე და ჩარევიდან 24სთ-ის შემდეგ.
ბავშვებში 5-დან-18 წლამდე ინიშნება 2გ ერთჯერადად დღეღამეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 1 დღეს.
მძიმე შემთხვევებში (ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) განმეორებით მიიღება 1 პაკეტი 24სთ-ის შემდეგ.
თირკმლის უკმარისობისას მცირდება დოზა და იზრდება ინტერვალი მიღებებს შორის.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ფაღარათი), კანზე გამონაყარი, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრომეტამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა(კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ), 5 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მაშინ როცა, დედის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნისას მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის კურსის დამთავრებამდე.

განსაკუთრებული მითითებები
საკვებთან ერთად მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციას-აუცილებელია მიღება ჭამამდე 2სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ.
პაციენტებმა შაქრიანი დიაბეტით უნდა გაითვალისწინონ რომ, 1 პაკეტი 2გ-იანი და 3გ-იანი დოზები შესაბამისად შეიცავენ 2,100გ ან 2,213გ საქაროზას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზამბონი
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
ფოსფომიცინი
დოზა
3გრ
ფორმა
გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი