დასახელება - მენოპაუზინ ფორტე ტაბლეტი #30 Menopauzin® Forte არის საკვები დანამატი შემოგარსული ტაბლეტების სახით, რომელიც შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს. მენოზპაუზინ ფორტე შეიცავს - სოიოს იზოფლავონებს, სვიის გირჩების ექსტრაქტს და აშვაგანდა-KSM-66 ექსტრაქტს (Withania somnifera L.). დანამატი გამდიდრებულია კალციუმით, ვიტამინით D, E, B6 და ფოლიუმის მჟავით. რეკომენდაცია გამოყენებისთვის: განკუთვნილია ქალებისთვის მენოპაუზის დროს. დოზირება: რეკომენდებული დღიური დოზა – 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. გვერდითი ეფექტები და სპეციალური გაფრთხილება : პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსული ან მეძუძური ქალებისთვის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. პროდუქტის გამოყენების პერიოდში არ გამოიყენოთ საძილე, სედატიური ან ანქსიოლიზური საშუალებები. არ გამოიყენოთ პროდუქტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მძიმე დაავადებების შემთხვევაში, წინასწარ მიმართეთ ექიმს. შენახვის პრობები: შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.